თქვენ ვერ შეხვდებით ვაკანსიას, სტაჟირებას, კონკურსს, სადაც ძირითად მოთხოვნებში ანალიტიკური აზროვნება არ ფიგურირებდეს. ანალიტიკური აზროვნება არის ის უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ სფეროში სწორი და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების გარანტიაა. სწორედ ამ უნარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, STUDINO.GE გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც გონების გავარჯიშებაში, ანალიტიკურ უნარის გაუმჯობესებასა და ინტელექტის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
- შემოქმედებითი ვარჯიშები
ჩვენი გონების მოთხოვნაა განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ჩვენს საკუთარ იდეებსა და ორიგინალურ აზრებს, ეს შესანიშნავია ჩვენი მეხსიერების გლობალური სტიმულირებისთვის.
დაწერეთ ორგვერდიანი მოთხრობა, რომელიც აგრძელებს შემდეგ ამბავს: გასულ სამშაბათს ძალიან ბედნიერი გავიღვიძე, რადგან ეს განსაკუთრებული დღე იყო. ავდექი და სწრაფად გავედი აბაზანისკენ, როცა უცებ …
აიღეთ ტექსტი, გადააბრუნეთ ფურცელი უკუღმა და ისე წაიკითხეთ ხმამაღლა. კითხვის ტემპი ძალიან შენელდება, ტვინი ასეთ უცნაურ დავალებას ეწინააღმდეგება. მაგრამ, სწორედ ეს ნიშნავს თქვენი გონებრივი შესაძლებლობების ზრდასა და რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში სხარტი აზროვნების უნარის გამომუშავებას.
- სპორტი
ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტით ბევრად უფრო განვითარებული ტვინი აქვთ ვიდრე იმათ, ვისაც ვარჯიში არ უყვარს. კალიფორნიელი მეცნიერების მტკიცებით სირბილისა და ველოსპორტით დაკავებული ადამიანების ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და ათვისების უნარზე ორჯერ მეტი უჯრედია განვითარებული.
- დღიური
მისი წარმოება საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ თქვენი მსოფლმხედველობა. დაწერეთ თქვენი მოგონებები, ოცნებები, მიმდინარე მოვლენები და ა.შ. საუკეთესო ვარიანტია საკუთარი ბლოგის წარმოებაც, თუმცა თუ ბლოგი არ გაქვთ წერეთ უბრალოდ დღიურში.
- მარცხენა ხელის ეფექტი
ეს სავარჯიშო ამყარებს ნერვულ დაბოლოებებს. დაიჭირეთ კომპიუტერის მაუსი მარცხენა ხელში (თუ ცაცია ხართ მარჯვენაში) და იმუშავეთ ასე თუნდაც რამდენიმე წუთი. ასე თქვენს ტვინს ახალი უნარის ათვისებას აიძულებთ. მეცნიერულად დამკიცებულია, რომ ეს სავარჯიშო ავითარებს შემოქმედებით უნარებს და აუმჯობესებს წარმოსახვის უნარს, ამიტომ ჩაანაცვლეთ მარცხენა ხელით მარჯვენა, კბილების გახეხვის, წერის, ჭამისა და სხვა მსგავსი ქმედებების დროს.
- კითხვა და კროსვორდები
კროსვორდები ტვინის განვითარებასა უწყობს ხელს და ასტიმულირებს მის აქტივობას. ეცადეთ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, იკითხეთ, იკითხეთ და კიდევ ერთხელ იკითხეთ სხვადასხვა ჟანრის წიგნები. დაიწყეთ ახალი უცხო ენის შესწავლა და თავი მაქსიმალურად აარიდეთ ტელევიზორს, რადგან ის ტვინის დაჩლუნგებას იწვევს. მეცნიერთა განმარტებით რაც უფრო მეტადაა თქვენი ტვინი დაკავებული მუშაობით ახალგაზრდობაში მით უფრო მცირეა მოხუცებულობაში სკლეროზით დაავადების შანსი, გარდა ამისა აქტიური ტვინი გვიან ბერდება.
- ჩამოწერე კითხვები, რომელზე პასუხებსაც მუდიმავდ ეძებ
აიღე ფურცელი და ხელით ჩამოწერე ყველა ის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ჯერ კიდევ ვერ ახერხებ. გვერდზე მიუწერე ყველა შესაძლო პასუხი, ისეთებიც, რომლებიც არასწორად გეჩვენება. ყოველ დღე 5 წუთით ამ სავარჯიშოს კეთება კონცენტრაციისა და მოვლენების ახლებურად შეფასებაში დაგეხამრებათ, ის ასევე დაგეხმარებათ გახსნათ თქვენი ქვეცნობიერი და მისგან მიიღოთ სწორი პასუხები.
ავტორი: ნინო მამაცაშვილი