უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Walmart აცხადებს, რომ გაზრდილია მაისურებისა და პერანგებისა გაყიდვები, შარვლებსა და კაბებზე კი მოთხოვნა არ გაზრდილა.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
როგორც ჩანს, ზედატანის სამოსის გაყიდვების ზრდა, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ადამიანების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას უკავშირდება. მოგეხსენებათ, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულთათვის ონლაინკონფერენციები ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ონლაინ შეხვედრისას, კამერაში კი თანამშრომლები მხოლოდ წელს ზემოთ ჩანან.
„ონლაინკონფერენციებისა და Zoom-ის გამო, ზედატანის სამოსზე მოთხოვნა გაიზარდა, ქვედაბოლოზე კი – არა… ახალი ცხოვრების წესთან შეჩევევასთან ერთად, ამ ქცევის გარდაქმნაც გაგრძელდება“, – აღნიშნავს კომპანიის ვიცეპრეზიდენტი.
როგორც CNN-თან საუბარში Walmart-ის წარმომადგენელი ამბობს, კომპანიის სტატისტიკა მხოლოდ აშშ-ს ეხება და სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ასე არ ხდებოდეს.