თურქეთში ხატვის მასწავლებელს, მესუდე ისიკლის, მსოფლიოში ყავის ჭიქების ყველაზე დიდ კოლექცია აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მესუდე ისიკლი ყავის ჭიქებს 12 წელია აგროვებს. ამ ხნის განმავლობაში მან თავი 3 000 ეგზემპლარს მოუყარა. მისი თქმით, ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა იუნესკომ თურქული ყავა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მის კოლექციაში ყავის ჭიქების უმეტესობა ანტიკვარია და ზოგი ექსპონატის ასაკი 120 , 89 და 40 წელს ითვლის.
მესუდე ისიკლი ამბობს, რომ მისი კოლექციის მრავალფეროვნება და რაოდენობა მეგობრების დამსახურებაცაა. კოლექციის პირველი ჭიქა თაროზე საპატიო ადგილს იკავებს.