თითქმის ყველას უყვარს ფილები და მათში შექმნილი განსხვავებული სამყარო, ყოვლისშემძლე პერსონაჟებითა და წარმოუდგენელი ფინალით. ზოგჯერ სიუჟეტი და მსახიობების ხასიათი გავლენას ახდენს ჩვენს ცნობიერებაზე, სწორედ ამიტომ, რასაც ვუყურებთ ზოგჯერ სინამდვილე გვგონია. არადა ეს ილუზიაა, კარგი კადრისთვის დადგმული სცენა.
☼ გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გთავაზობთ 8 მითს, რომლებიც ჰოლივუდმა დაგვაჯერა:
ფილმებში ავტომობილები მრავალი დაჯახებისა და ჰაერიდან მიწაზე დაშვებისას უცვლელად ეშვება. რეალურად კი, ძლიერი დაჯახების ან ბარიერზე წამოდების შედეგად ის ნაწილებად იშლება.
ფილმების უმრავლესობაში დაშავებულს ადრენალინს გულმკერდში უკეთებენ. რეალურად კი მისი შეყვანა ვენაში ხდება.
ფილმებში ადამიანები მცოცავ ქვიშაში სწრაფად ეფლობიან, რეალურად მცოცავი ქვიშა საკმაოდ მკვრივია და მასში ადამიანის ან ცხოველის ჩაფლობა არც ისე მარტივია.
მართალია პირანიები საშიში თევზები არიან, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა რომ მათი თავდასხმით ადამიანი დაღუპულიყოს.
ფილმებში, როდესაც ბომბი ან რაიმე სხვა ფეთქდება, მას უზარმაზარი ცეცხლის ალი მოსდევს. სინამდვილეში ძლიერ აფეთქებას თან ძლიერი დაკვამლიანება და ჰაერში გაფანტული ნამსხვრევები მოსდევს.
ყველა ფილმში შენობებს წარმოუდგენლად დიდი საჰაერო მილები აქვს. რეალურად ნორმალური ზომის საჰაერო მილში ადამიანი ვერ ეტევა.
ფილმებში ადამიანები მაშინვე ვარდებიან, როცა ფეხში დაჭრიან. სინამდვილეში, თუ სასიცოცხლო ორგანო არ არის დაზიანებული მას გარკვეული დრო სირბილი კვლავ შეუძლია.
როცა დამნაშავის ამოცნობას ფარული კამერიდან დაახლოებული კადრით ცდილობენ სახეებს კარგად ხედავენ ხოლმე, სინამდვილეში მსხვილი ხედით გამოსახულება გაბუნდოვნებულია.