კანადის უნივერსიტეტის სტუდენტი კარლოს ზეტინა შეხვდა გოგოს სახელად ნიკოლი, რომელიც კამპუსის ტერიტორიაზე ბარში ისვენებდა. ზეტინმა მას სახლში მიცილება შესთავაზა. ბოლოს ბიჭმა გოგოს ტელეფონის ნომერი სთხოვა, რომელიც არასწორი აღმოჩნდა.
შეცდომის აღმოჩენის შემდეგ ზეტინმა გადაწყვიტა, რომ შეხვდეს ყველა ნიკოლს, რომელიც დაკავშირებულია კალგარის უნივერსიტეტთან, აღმოჩნდა, რომ ასეთი 247 ადამიანია. სიაში მოხვდნენ სტუდენტები, თანამშრომლები და დეკანის მდივანიც კი – ბიჭმა მათ ყველას ერთ და იგივე წერილი გაუგზავნა.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
წერილში ზეტინმა მოკლედ აღწერა მისთვის საჭირო ნიკოლი: წარმოშობით ჰოლანდიიდან; ნიცშეს ნაშრომი მისთვის დეპრესიულია; ბიჭმა წერილში თავისი ტელეფონის ნომერი მიუთითა და ვინც საკუთარ თავს ამოიცნობდა, სთხოვა, რომ დაკავშირებოდა.
სტუდენტის თხოვნამ გოგოები გააოცა. თავიდან ნიკოლებმა საერთო ჯგუფი შექმნეს და იქ დაიწყეს ლაპარაკი. ერთ-ერთმა მათგანმა ნიკოლებს ზეტინის დაცინვა შესთავაზა – ყველა მათგანმა თავი “იმ” ნიკოლად გაასაღა.
მოგვიანებით ამ ჯგუფის შესახებ სწორედ “ნამდვილმა” ნიკოლმა გაიგო. აღმოჩნდა, რომ ის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი, რომელსაც არ აქვს უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტა (ამიტომ არ მისვლია წერილი). აღმოჩნდა, რომ გოგომ არასწორად დაიმახსოვრა მისი ახალი კანადური ნომერი, ამიტომაც ზეტინმა ვერ დაურეკა.
უცნობია შეხვდნენ თუ არა ნიკოლი და ზეტინი ერთმანეთს, თუმცა ჯგუფის “ნიკოლებმა” ერთმანეთი მოგვიანებით ბარში გაიცნეს.
წყარო: BBC