პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც კანოე-კაიაკში ოქროს მედალი მოიპოვა

სპორტი

ევროპის ზაფხულის თამაშები 2018  კანოე-კაიაკში დასრულდა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ზაზა ნადირაძემ (კახა ლომიშვილის – მთ.მწვრთნელი) გამარჯვება მოიპოვა.

ნადირაძე გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი ინდივიდუალურ სახეობაში, რომელმაც ოქროს მედლის აღება შეძლო.

ნადირაძემ ფინალური გაცურვა 40.779 წამში დაასრულა და 200 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ზაფხულის თამაშები პორტუგალიაში, ქალაქ კოიმბრაში გაიმართა.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები