განათლების მიღება ყოველთვის არ არის დასაქმების გარანტორი. ამის მიზეზი ბევრი რამეა – კონკურენცია, მიღებული განათლების შეუთავსებლობა ვაკანტურ პოზიციასთან, არასაკმარისი გამოცდილება, სამუშაოს ჩვენეული ხედვა (ეს მინდა, ეს არ მომწონს), იღბალი და ა.შ. გთავაზობთ 5 რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ, როგორც შესაბამისი განათლებით, ასევე მის გარეშეც.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
იყავით თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა დავალების შესრულება – მრავალმა კურსდამთავრებულმა წაიკითხა სახელმძღვანელოები და აითვისა მთელი თეორიული ნაწილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. კარგი თანამშრომელი არის ის, რომელსაც შეუძლია დაძლიოს სამსახურეობრივი სირთულეები. აჩვენეთ თქვენი თავი პროფესიონალებს, რომლებსაც შეუძლიათ გადაჭრან პრობლემები, მოიყვანეთ მაგალითები პროფესიული და პირადი ცხოვრებიდან. ეს დაგეხმარებათ გაუწიოთ კონკურენცია დიპლომირებულ კანდიდატებს. ბევრი კითხვა იკვეთება სხვადასხვა სფეროში, რომელთაც გააჩნიათ საერთო მახასიათებლები და პრინციპები, ამიტომაც, თუ თქვენი განათლება არ შეესაბამება თანამდებობას, რომლისთვისაც იბრძვით, ეს მეთოდი ასევე სასარგებლო იქნება.
განათლება – მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტია შესაძლებელ მიღწევებს შორის – უფრო ადვილია აიღო დიპლომი, ვიდრე გახდე კარგი სპეციალისტი. თუ თქვენ იცით, როგორ იმუშაოთ კარგად, მაშინ ისწავლეთ მოყოლა ამის შესახებ. თქვენ მაგივრად ამას არავინ იზამს. კარგი თვითპრეზენტაცია მნიშვნელოვანი მიღწევების წარდგენით – შესანიშნავ გზას წარმოადგენს დაუმტკიცო დამსაქმებელს, რომ თქვენ შეძლებთ გაუმკლავდეთ დაკისრებულ ვალდებულებებს.
მოყევით, როგორ აღწევთ შედეგებს – ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს პროფესიონალი დამოუკიდებლად და კარგად აკეთოს საქმე, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დიპლომი. მოუყევით დამსაქმებელს, რას მიაღწიეთ, რა ისწავლეთ დამოუკიდებლად, რა გზა გაიარეთ, რას აკეთებდით, რომ ყოველდღიურად გამხდარიყავით უკეთესი.
ისწავლეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში – უმაღლესი განათლების უკმარისობის კომპენსირება ყოველთვის შესაძლებელია სხვადასხვა ტრენინგებით, კურსებით, სპეციალიზებული ლიტერატურის შესწავლით. ამგვარმა განათლებამ, სწორი მიდგომით, შესაძლოა მოგცეთ უკეთესი შედეგი, ვიდრე უნივერსიტეტში ხუთწლიანმა სწავლამ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდნას გააჩნია მოძველების თვისება, ამიტომაც სწავლა საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეინარჩუნეთ ტონუსი, და მაშინ თქვენი კანდიდატურა გამოიყოფა იმ კანდიდატთა ფონზე, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი პროფილის განათლება.
მოამზადეთ წარმატების რამდენიმე ისტორია – გასაუბრებისთვის მოამზადეთ რამდენიმე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ წარმატებით გადაწყვიტეთ საკითხები და გაუმკლავდით რთულ დავალებებს. ისტორიები თქვენი ცხოვრებიდან მშვენივრად დაგახასიათებთ, როგორც სპეციალისტს. დამსაქმებელს ეცოდინება რისი შესაძლებლობა გაქვთ, აგრეთვე ის, რომ მას შეუძლია გენდოთ.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ევროკავშირის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, უმაღლეს განათლებას საქართველოში დამსაქმებელთა 9% ითხოვს. ამასთან, კვლევის მიხედვით, ეროვნულ დონეზე უხეში განზოგადებით დამსაქმებლების 58% სამუშაოს მაძიებლისგან საბაზისო განათლებას ითხოვს, 25% – პროფესიულ განათლებას, ხოლო 8% განათლებას მნიშვნელობას არ ანიჭებს.