აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ყველას დიდ სიახურლსა და იმედს ანიჭებს. ამ დღესთან დაკავშირებით, მისი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში წითელი პარასკევიდან დიდი ორშაბათის ჩათვლით თითქმის ყველა ისვენებს. ამ დროის ნაწილი კი შეგიძლიათ რელიგურ მოტივებზე გადაღებულ ფილმებს დაუთმოთ. საიდუმლო, სიყვარული, სასწაული და რწმენა – აი, რა აერთიანებს ამ 5 ფილმს.
☼ გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼
THE PASSION OF THE CHRIST – მხატვრული ფილმია, სადაც აღწერილია მაცხოვრის სიცოცხლის ბოლო 12 საათი. ქრისტეს წამების სცენების ზედმიწევნით რეალისტურად ასახვისათვის, რეჟისორმა მელ გიბსონმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ებრაული საზოგადოებისგან. ფილმი არაბულ, ლათინურ და ძველ ებრაულ ენებზეა ნათარგმნი. როლებს არაპროფესიონალი მსახიობებიც ასრულებენ, რაც ასევე კამათის საგანი გახდა.
RISEN – ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონი, რომელსაც პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიის სხეული
JUDAS – როდესაც იუდა პირველად ხვდება ქრისტეს, არ იცის დაუჯეროს თუ არა მას. თავდაპირველად იგი იესოს მიმდევრებს დასცინის, თუმცა მოგვიანებით ჯგუფს თავადაც შეუერთდება. ის და იესო დამეგობრდებიან, თუმცა იუდას ხშირად მისგან განსხვავებული ხედვა აქვს.საბოლოოდ კი ყველამ ვიცით რომ იუდა ქრისტეს უღალატებს და გასცემს მას.
THE GOSPEL ACCORDING TO MATTHEW– იესო ქრისტეს ცხოვრება მათეს სახარების მიხედვით.