კვლევის ცენტრმა Panton-მა 2018 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ეს ფერი Ultra Violet-ია ანუ იისფერი. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ტონი ორიგინალობის სიმბოლოა და შემოქმედებითი ძიებისთვის შთააგონებს ადამიანს.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
Pantone წლის მთავარ ფერს 2000 წლიდან ადგენს. კომპანიის ვერსიით, მიმდინარე წლის ფერი მომწვანო-მოყვითალო ტონი იყო.
ახალ წელს კიდევ ერთი სიახლით ვხვდებით, ეს არის ნაძვის ხის დადგმის/მორთვის ახალი ტენდენცია. სხვადასხვა ცნობილმა ბრენდმა საახალწლო დეკორაციად თავდიყარა ნაძვის ხეები გამოიყენა, მათ შორისაა კარლ ლაგერფილდიც.
ვაგრზელებთ საახალწლო მორთულობის თემას და მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის სამზადისი ინტერიერში ეფექტურად წამოიწიოს. ამისთვის კი წარმოგიდგენთ უკანასკნელი ტენდეციებით შთაგონებულ რჩევებს:
- ჩინური კალენდრის მიხედვით, 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია. იმისთვის, რომ ამ წელს ღირსეულად შევხვდეთ, სპეციალისტები ისეთი ფერებით თამაშს არ გვირჩევენ, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.
- არ დაგავიწყდეთ შესასვლელი კარების მორთვა
- მოციმციმე ნათურები საახალწლო განწყობის ერთ-ერთი წყაროა. მათი განთავსება მხოლოდ ნაძვის ხეზე არაა აუცილებელი: მორთეთ საწოლი, ჭერი და სკამები.
- გარშემომყოფებს საახალწლო განწყობა გადადეთ – ამისთვის საჩუქრების ჩუქება აუცილებელი არაა, უბრალოდ მორთეთ ფანჯარა. ამას ფურცლისგან ამოჭრილი ილუსტრაციებითაც მოახერხებთ – ეს განწყობას აუმაღლებს ყველას, ვინც თქვენს ფანჯარას შეხედავს.
ინსტაგრამზე გავრცელებულ სილამაზის ტრენდებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა: მაკიაჟისა და ვარცხნილობის ტენდეციები რეალურ სამყაროში სწორედ ამ სოციალური ქსელიდან გადმოდის და ვითარდება. წელს განსაკუთრებულად წარბების უცნაური გაფორმება დაგვამახსოვრდა, სტილისტები აქტიურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და წარბის მრავალფეროვანი დიზაინი და ფორმა შემოგვთავაზეს. ახლახან კი თვალების გაფორმების ინოვაციური ხერხი ვრცელდება – ვარსკვლავებით გაფორმებული ქუთუთო.