პირადი ინფორმაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თანამედროვე პირობებში კი ამ ინფორმაციას ძირითადად სმარტფონებსა და კომპიუტერებში ვინახავთ და ვცდილობთ მაქსიმალურად გავუფთხილდეთ ამ ნივთებს, რათა ინფორმაცია არ დაგვეკარგოს ან სხვამ არ ნახოს. როგორც აღმოჩნდა შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი პირადი ინფორმაცია კარგად არის დაცული, თუმცა პატარა დეტალების გაუთვალისწინებლობიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია არასასურველ პიროვნებას ჩაუვარდეს ხელში. არსებობს ხუთი მარტივი შეცდომა, რომელსაც ყოვედღიურად უამრავი ადამიანი უშვებს და შესაბამისად მათი გავრცელების საფრთხეც ძალიან დიდია.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1. ერთი და იმავე პაროლს სხვადასხვა ექაუნთზე იყენებთ – ალბათ არაერთხელ გსმენიათ ეს ფრაზა, თუმცა როგორც სჩანს, ამას ყურადღებას არც თუ ისე ბევრი ადამიანი აქცევს: არასდროს გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა საიტზე დასარეგისტრირებლად. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სახლის უკანა კარის გასაღები გამოიყენოთ თქვენი სეიფისთვის, მანქანისთვის, გარაჟისთვის – თუ ვინმეს ხელში ჩაუვარდება ეს გასაღები ის შეძლებს შეიპაროს თქვენს სახლში, გახსნას თქვენი სეიფი, მოგპაროთ მანქანა და ა.შ.
2. არ გაქვთ პაროლი მობილურზე – იმ შემთხვევაში თუ არასასურველი პირი ხელში ჩაიგდებს თქვენს სმარტფონს, ის შეძლებს გახსნას თქვენი ფეისბუქი, მეილი, მესენჯერი ან გამოიწეროს Amazon-დან სხვადასხვა ნივთები. სმარტფონების მომხმარებლების 15 პროცენტი არ იყენებეს ამ მეთოდს პირადი ინფორმაციის დასაცავად. იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი ტელეფონი 6 ციფრიანი, ან 6 ასოიანი პაროლის დაყენება საკმარისი არ არის, რადგან ჰაკერებს შეუძლიათ მარტივად გატეხონ 6 სიმბოლოსგან შემდგარი დამცავი კოდი.
3. არ იყენებთ ავტორიზაციის მეორე საფეხურს – იმ შემთხვევაში თუ ჰაკერს თქვენი პირადი ინფორმაციის მოპოვება მოუნდება მას მხოლოდ სახელისა და პაროლის გამოცნობა არ გაუჭირდება, თუმცა ავტორიზაციის მეორე საფეხურის დაყენების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ. ამ ფუნქციას თითქმის ყველა სოციალური ქსელი და საიტი გვთავაზობს – Facebook, Twitter, Google, Apple, Microsoft, Instagram და სხვა… ამ ფუნქციის სანახავად საკმარისია შეხვიდეთ უსაფრთხოების ველში.
4. აზიარებთ ბევრ ინფორმაციას – თქვენს მიერ ინტერნეტში გაზიარებული ინფორმაცია შესაძლოა ჰაკერებმა თქვენი ექაუნთის გატეხვისთვის გამოიყენონ – მაგალითად საიტები გვთავაზობენ დამატებით კითხვებს, რომელიც უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ პაროლი დაგავიწყდებათ, ამასთან მიახლოებული ინფორმაცია კი შესაძლოა თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში მოიძებნოს. რა თქმა უნდა ინფორმაციის გაზიარება ნორმალურია, თუმცა შეგიძლიათ გააზიაროთ ის მხოლოდ თქვენი მეგობრებისთვის. თითქმის ყოველ მესამე ადამიანს არ აქვს დაბლოკილი პირადი ინფორმაცია უცხო ადამიანებისთვის, ამიტომ თუ არ გსურთ თქვენი პირადი მონაცემებით არასასურველმა პირებმა ისარგებლონ გაითვალისწინეთ ეს რჩევა.
5. Wi-Fi-ს იყენებთ დაუფიქრებლად – ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის აქტიურები ვიყოთ სოციალურ ქსელში და არ გამოვკალდეთ რაიმე საინტერესოს, ამისთვის კი ხშირად ვიყენებთ უცნობ Wi-Fi-ს, რომელიც ჩვენთვის კონკრეტულ მომენტში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ თითქმის არასდროს დაფიქრებულხართ, რომ ეს შეიძლება თქვენი პირადი ინფრომაციისთვის საფრთხის მომცველი აღმოჩნდეს. საერთო Wi-Fi-ს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ შორის ჰაკერებსაც. მათ კი როგორც მოგვეხსენება მეტი რესურსი აქვთ ჩვენი ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუ თქვენ უბრალოდ არ შეგიძლიათ ინტერნეტის გარეშე ცხოვრება შეიძინეთ ის თქვენი მობილური ოპერატორის საშუალებით და თქვენი აქციეთ სმარტფონი Wi-Fi-ს როუტერად. ეს ყველაზე უსაფრთხო გზაა ფარული ინფრომაციის დასაცავად.
წყარო: okmagazine.ge