ყველა დღესასწაული ყველა ადამიანს განსხვავებულად უყვარს. ბევრისთვის რელიგიური დღესასწაული უბრალოდ დღესასწაულია, ბევრისთვის კი რწმენა, ხსნა, განსაკუთრებული ემოცია, მოგონება და ა.შ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული უამრავი ადამიანისთვის დღე სასწაულია. ამ დღის მადლსა და უდიდეს მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ, აღდგომისთვის მზადება, მთელი მისი ფერადოვნებითა და სურნელებით საოცარ განწყობას ქმნის.
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
აღდგომა იმერეთის ერთ-ერთ სოფელში
მიუხედავად იმისა, რომ აღდგომას საგულდაგულოდ აღნიშნავენ, მისი შინაარსი აქ მხოლოდ კვერცხის ღებვით და აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლით შემოიფარგლება. აქ მცხოვრებლებისთვის მთავარია, მიცვალებულებს ,,ესტუმრონ და მათთან ერთად გაიზიარონ აღდგომის სიხარული”, აქვე უნდა იყოს ბევრი სასმელი.
აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთი-ორ ოჯახში მზადდება ჯეჯილი.
ვნების კვირეულს ტაძარი ხდება ადგილი, სადაც 10-ობით ადამიანი იყრის თავს.
პარასკევ საღამოს ერთ ოჯახში საშუალოდ წითლად იღებება 70 კვერცხი (უამრავ ნაცნობს შეხვდება ოჯახი სასაფლაოზე და კვერცხი რომ არ მიაკლდეს).
პასკებს სახლში იშვიათად აცხობენ, ,,დაილოცოს მაღაზიაში ნაყიდი პასკა”.
შესისხლხორცებულია: აღდგომას, დილით, სასაფლაზო გასვლა და ნაცნობების, ნათესავების, ახლობლების მიცვალებულების საფლავზე 1-2 კვერცხის გადაგორება, “წვეთი” ღვინოს მოსხმა და სააღდგომო მაგიდის შეთვალიერება. ყველა მაგიდასთან სმა მიდის ბოლომდე.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის “ბრწყინვალედ” აღნიშვნის კადრები: