რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? ,,სტუდენტური ამბები” ცდილობს, გაიგოს, როგორ მიჰყვებიან საქართველოს სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ თამარ კაჭახმაძე – ,,მნიშვნელობა არ აქვს ადგილს, სადაც მომეწონება ყველგან ვიძენ სამოსს.”
❥ დავით ხარბედია – ,, ტანისამოსს საზღვარგარეთიდან მიგზავნიან.”
❥ სალომე გუგეშაშვილი – ,,საზღვარგარეთიდან ხშირად ჩამოაქვთ ჩემთვის ტანსაცმელი, ასევე ვყიდულობ Tbilisi Mall-შიც და მეორეულშიც.”
❥ ანა ალიმბარაშვილი – ,,ტანსაცმელს მაღაზიებში ვარჩევ, უმეტესად Bershka-ში დავდივარ.”
❥ გიორგი შავაძე – ,,ტანსაცმელს მაღაზიებში ვყიდულობ, ძირითადად Koton-ში.”
❥ მეგი დარბაისელი – ,,მაღაზიებში დავდივარ, ასევე ვიკერავ დიზაინერ დიანა კვარიანთან.”
❥ ანა ყურაშვილი – ,,ყველგან ვარჩევ ჩემს მოსაწონ ტანსაცმელს.”
❥ შაკო ფერიაშვილი – ,,შოპინგზე Tbilisi Mall-ის მაღაზიებში დავდივარ.”
❥ ნინო ცქიტიშვილი – ,,ჩასაცმელს უმეტესად ვიწერ ხოლმე.”
❥ ანა კვარაცხელია – ,,ტანსაცმელს, ძირითადად, მაღაზიებში ვყიდულობ და ზოგჯერ ვიწერ.”
❥ გიორგი კვარაცხელია – ,,სამოსს ყველგან ვიძენ, თუ მომწონს.”
❥ მარიამ აბრამიშვილი – ,,ტანისამოსს მაღაზიებში ვარჩევ.”
ავტორი: ნათია ზარიძე