განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტის თამარ ცანავას ნამუშევარი – Tesla Renewable Energy Tower- ჰოლანდიის დიზაინის კვირეულზეა წარდგენილი, როგორც საუკეთესო ნამუშევარი ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
ჰოლანდიის დიზაინის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ნიდერნალდებში, სადაც 10 დღის განმავლობაში გამოფენილია ჰოლანდიის მასშტაბით საუკეთესო ნამუშევრები დიზაინის სფეროში. მთავარი აქცენტი ინოვაციებსა და ახალ ხედვაზე კეთდება.
☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
თამარის ნამუშევარი 10 დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება ჰოლანდიური დიზაინის კვირეულის მთავარ დარბაზში – Klockgebouw, სექციაში მომავლის ქალაქი: Future cities > Mind the step > Dutch Design Week 2016.
წყარო: განათლების საერთაშორისო ცენტრი