რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? ,,სტუდენტური ამბები” ცდილობს, გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.
ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა და საინტერესო ფოტორეპორტაჟი მოგვიმზადა:
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
❥ თათია გიგაური: ,,მნიშვნელობა არ აქვს ადგილს, სადაც მომეწონება ყველგან ვიძენ ტანსაცმელს.”
❥ საბა სინაძე: ,,ძირითადად Tbilisi Mall-ის მაღაზიებში ვარჩევ სამოსს და ასევე ვიწერ კიდეც.”
❥ ელენე კვაჭაძე: ,,დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ადგილს, ყველგან ვარჩევ ჩემთვის სასურველ ჩასაცმელს.”
❥ კოსწია სოფრომაძე: ,,უმეტესად თურქეთში დავდივარ შოპინგზე.”
❥ თამთა ჩაკაბერია: ,,ტანისამოსს მაღაზიებში ვარჩევ.”
❥ გიორგი შაბურიშვილი: ,,ტანსაცმელს ყველგან ვიძენ, თუ მომწონს.”
❥ სალომე პაკელიანი: ,,ძირითადად მაღაზიებში ვშოპინგობ.”
❥ ლიკა ქოქოშვილი: ,,Zara-სა და ისთ ფოინთში დავდივარ ხშირად.”
❥ მარიამ ბექაური: ,,სამოსი ჩემთვის ინგლისიდან ჩამოაქვს ნათესავს.”
❥ გიორგი მეცხოვრიშვილი: ,,ყველგან ვარჩევ ჩემს მოსაწონ ტანსაცმელს.”
❥ მარიამ მამულაშვილი: ,,ჩემთვის ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.”
❥ ნინო დარსულია: ,,დავდივარ მაღაზიებშიც და ბაზრობაზეც.”
❥ სალომე შალტაური: ,,ტანსაცმელს ძირითადად მჩუქნიან.”
ავტორი: ნათია ზარიძე