სიზარმაცე ყველასათვის ნაცნობი სენია, განსაკუთრებით იგი მწვავდება სწავლის დაწყების პერიოდში და საბოლოოდ წარუშლელ კვალს ტოვებს სტუდენტთა მუდმივ გულისტკივილზე – GPA-ზე. იმისთვის რომ “ჭკვიანია მაგრამ ზარმაცი”-ს კატეგორიიდან უბრალოდ “ჭკვიანია”-ში გადახვიდე, გაითვალისწინე შემდეგი 10 რჩევა:
- ივარჯიშე დილაობით და მიიღე კონტრასტული შხაპი.
- ნუ ჩაიციკლები ერთ მონოტონურ საქმეზე.
- შეისვენე ყოველი 20 წუთი.
- თუ მუშაობა არ გსურს – მიალაგე სამუშო ადგილი.
- დაიცავი თაიმ-მენეჯმენტის პრინციპები.
- გათიშე გონება და ცოტა ხნით წამოწექი.
- რთული საქმის გაკეთებისთვის დააჯილდოვე საკუთარი თავი.
- ხანგრძლივი და რთული საქმე გაყავი და გადაანაწილე.
- მოსპე ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი.
- მოახდინე მიზნის ზუსტი ფორმულირება.