იდეალური რეზუმეს ცნება. ალბათ, ინდივიდუალურია, ისევე როგორც თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს კონკრეტული წესები რომელთა დაცვაც ყველამ უნდა იცოდეს თუ სურს რომ მისი რეზუმე ეფექტურად გამოიყურებოდეს და პოტენციურ დამსაქმებელზე პირველადი შთაბეჭდილება მოახდინოს.
,,სტუდენტური ამბები” გთავაზობთ იმ ოქროს წესების ჩამონათვალს, რომლებიც თქვენი რეზიუმეს შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
❥ ეცადეთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ჩაწეროთ, თუმცა რაც შეიძლება ლაკონიურად. აღნშნეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და ფუნქცია-მოვალეობები წინა სამსახურებიდან, რათა მომვალ დამსაქმებელს თქვენი შესაძლებლობების შესახებ ერთგვარი შთაბეჭდილება შეექმნას.
❥ ყურადღებით იყავით გასული სამუშაოების თარიღების მითთებისას. თუ სამუშაო ადგილებს შორის რამდენიმე-თვიანი „ჩავარდნა“ გაქვს, ნუ მიუთითებ სამუშაოს დაწყების ზუსტ თარიღებს და ჩაანაცვლე ისინი მხოლოდ წლების მითითებით (მაგალითად: 2010-2012);
❥ შეინახე შენი რეზიუმე PDF ფორმატში. ამ გზით შენარჩუნდება სასურველი ფორმატი სხვა კომპიუტერზე გახსნისას;
❥ შეამოწმე მართლწერა და ფონტი. გაასწორე შეცდომები;
❥ თუ ფოტო მოითხოვება, ჩასვი პროფესიონალური, საპასპორტო ფოტო, მზის სათვალის, ქუდის თუ სხვა, სახის დამფარავი აქსესუარების გარეშე. საკუთარი თავის ამოჭრა სუფრის, სამეგობროს, ხელგადახვეული თუ სხვა კოლექტიური და ჭრელფონიანი ფოტოებიდან და დამუშავების გარეშე რეზიუმეში ჩასმა დაუშვებელია;
❥ ორგანიზაციის, სერტიფიკატის თუ პოზიციის აკრონიმები და აბრევიატურები ჩაანაცვლე სრულყოფილი დასახელებებით. მაგალითად: საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR);
❥ წაშალე საცხოვრებელი მისამართი. დამქირავებელმა შესაძლოა ჩათალოს, რომ დიდი დრო დაგჭირდება სახლიდან სამსახურამდე გზაში და გადადოს შენი რეზიუმე
❥ ხმამაღლა წაიკითხე შენი რეზიუმე. ამით არა მხოლოდ მართლწერის და გრამატიკულ შეცდომებს აღმოაჩენ, არამედ გაასწორებ არასწორად დალაგებულ თუ რთულად აღსაქმელ წინადადებებს;
❥ მიეცი შენი რეზიუმე ადამიანს, რომელიც არც ისე კარგად გიცნობს და სთხოვე მას დააკვირდეს მას 30 წამის განმავლობაში. შემდეგ ჰკითხე: რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად? რას გეუბნება ჩემი რეზიუმე ჩემზე? ყურადღებით მოისმინე და გააანალიზე პასუხები.
გისურვებთ წარმატებას !