The Guardian-მა მოამზადა რამდენიმე რჩევა, რომელიც განსაკუთრებით სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს გამოადგებათ. ეს რჩევები დაეხმარება მომავალ იურისტს სწავლისგან მაქსიმუმი მიიღოს.
შეეჩვიეთ იმ გრძნობას, რომ ვერაფერს ხვდებით
რეგრესული სარჩელისა ან პრედიალური სერვიტუტის განხილვისას თქვენ თავს ხშირად იგრძნობთ დაბნეულად და არაკომფორტულად. ეს ნორმალურია, იურისპრუდენცია არც უნდა იყოს გასაგები. არ ინერვიულოთ, თქვენ არ ხართ მარტონი. თავის თავში რწმენა არ დაკარგოთ, იმეცადინეთ სისტემატურად და ყველაფერი გამოგივათ.
იხალისეთ იმით, რასაც აკეთებთ
მიიჩნიეთ სწავლა სრულფასოვან საქმედ, და არა ზედმეტ დატვირთვად. მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებულნი თქვენი მომავალი პროფესიის მიმართულებაში, მაინც უფრო გაგიმარტივდებათ თუ არ აღიქვამთ სწავლის წლებს “სასჯელად”, შეეცადეთ სიამოვნება მიიღოთ. თქვენ გაარჩევთ საქმეებს, ისწავლით დასმული პრობლემების გადაწყვეტასა და თავის სხვის ადგილზე არაჩვეულებრივად წარმოდგენას. შეეცადეთ ისეთი ადამიანების პოვნა, ვისთანაც მუდმივად აქტუალური საკითხების გარჩევას შეძლებთ. მალე თქვენ კანონებს სხვა პერსპექტივიდან დაინახავთ.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
არ შემოიფარგლოთ სახელმძღვანელოთი
შეეცადეთ წაიკითხოთ სავალდებულოზე მეტი, ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამის გარეშეც შესაძლებელია თავის გატანა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი შრომა უკვალოდ არ გაქრება. თქვენი ტვინი დამატებითი ინფორმაციის მიღების შედეგად იქცევა ძლიერ ინსტრუმენტად, რაც შედეგად თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს. წერითი სამუშაოს შესრულებისას კი მოერიდეთ ლექციის პერიფრაზირებას, იყავით გამბედავნი და არა ორაზროვანნი, თუ თქვენ გსურთ რომ თქვენი დავალება სხვების ფონზე გამოიკვეთოს, შეეცადეთ ნაკლებად ეგზოტიკური მეთოდი შეარჩიოთ.
არ არის აუცილებელი იურისტი გამოხვიდეთ
50% დიპლომირებული იურისტებისა პოულობს თავისთვის სხვა საქმეს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია მერე სხვა საქმეს გაჰყვეთ, შეეცადეთ კარგი ქულების მიღება.
სწავლა “ღიმილებზე” უფრო მნიშვნელოვანია
ურიგო არ იქნება, თუ ლექტორს თქვენი სემინარზე დანახვისას არ გაუჩნდება კითხვა თუ ვინ ხართ. დაიმახსოვრეთ, თქვენ გასწავლიან აზრის დასაბუთებას ამისთვის კი მეცადინეობაა საჭირო და ახლოს გულთან ნუ მიიღებთ თუ ლექტორი არ გაგიღიმებთ.