შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აცხადებს ვაკანსიას ცვლის მორიგის თანამდებობაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: ცვლა ( სამ დღეში ერთხელ)
ანაზღაურება: 250 ლარი
☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
მოვალეობა/პასუხისმგებლობა:
- მორიგეობის გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა და მორიგეობის გადაბარება;
- ცვლის მიღების შემდეგ სამუშაო უბანზე პირადი დათვალიერებით მუშაობის სქემის და ყველა მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის გაცნობა;
- საკურატორო უბანზე ტუმბო-აგრეგატების, მოწყობილობების სწორი ექსპლოატაციის და სანიტარულ მდგომარეობას უზრუნველყოფა;
- სატუმბო სადგურის მომუშავე ტუმბო-აგრეგატების რეგულარული დათვალიერება, პროფილაქტიკა და სისტემატური აღრიცხვიანობა შესაბამის ჟურნალში.
- მიმაგრებულ უბანზე ავარიის შემთხვევაში დისპეტჩერის, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაუყოვნებლივ ინფორმირება და საავარიო ბრიგადის მოსვლამდე ავარიის ლიკვიდაციისათვის ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
- დისპეტჩერის მოთხოვნების შესრულება, ტუმბო-აგრეგატების გაშვება-გაჩერებასთან დაკავშირებული ოპერაციების შეთანხმება დისპეტჩერთან (გამონაკლისია ავარიული შემთხვევები);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით. შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო, წყალმომარაგება/წყალარინების ან ენერგეტიკის მიმართულებებს)
- სასურველია, ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანად შესრულების, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2016 წლის 31 მარტისა (18:00 სთ). ელექტრონული ფოსტის საგანში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
იხილეთ ასევე: სტუდენტური ვაკანსია მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე
ვაკანსია სპეციალურად სტუდენტებისთვის!
USAID-ის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის
თსუ სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს