თვითაღიარებული სექს გურუს 10 რჩევა

ARIS ბლოგერი

 

პირველ რიგში სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საქართველოში სექსი მხოლოდ ქორწინების შემდეგაა შესაძლებელი – უნდა დაიმსხვრეს! ქართველები ოდითგანვე სექსის ოსტატები ვიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში რას უნდა გადავერჩინეთ ასე პატარა ერი ამდენი ომისა და სისხლისღვრის ქარცეცხლში? სექსს, რა თქმა უნდა!

მოვიდოდა მტერი ცეცხლით და მახვილით გაგვჟლიტავდა და დაგვაცოტავებდა, ჩვენი ბეჯითი წინაპრები კი, მუხლჩაუხრელად მუშაობდნენ ამის გამოსასწორებლად და ერთიორად ზრდიდნენ ქვეყნის პოპულაციას. 

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

უნდა გავითავისოთ, რომ ნამდვილი სექს გურუების შთამომავლები ვართ და საკუთარ თავს დავაჯეროთ, რომ შეგვიძლია. მთავარია, თავდაჯერებულები იყოთ, ეს დაგეხმარებათ, როგორც პარტნიორის მოძებნაში, ასევე მისი და საკუთარი თავის დაკმაყოფილებაში.

თავისუფალი ხორციელი ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში -სტუდენტობაა, რადგან ხარ ახალგაზრდა და ჯან-ღონით აღსავსე, ასევე, განიცდი პასუხისმგებლობის ნაკლებობას, რაც თავისუფალი სექსის გამაჯანსაღებელი ინგრედიენტია.

როგორც ერთი ჩრდილო-დასავლელი ბერი გვმოძღვრავდა: სტუდენტობა ეს ის პერიოდია, როცა შეიძლება გქონდეს სექსი და არ გქონდეს პური.

მაშ ასე, 10 რჩევა დეფაქტო კაზანოვასგან:

1. ინტერნეტი საუკეთესო ადგილია პარტნიორის შესარჩევად.

2. დაივიწყე სიტყვა “დაკერვა”, თუ ვინმეს არ სურს შენთან სექსი, 100 წითელი ვარდი და შუაღამისას დაწერილი ოდნავ რითმული ლექსი ვერ გადააფიქრებინებს.

3. ნუ შეეცდები დაიყოლიო შესაძლო პარტნიორი სიყვარულით, ეს როგორც შენს თვითშეფასებას ისე მის გრძნობებს დააზიანებს.

4. შეაქე საკუთარი თავი, აამუშავე ფანტაზია.

5. ნუ წარმოაჩენ თავს ზედმეტად გარყვნილად, ეს ბევრს აშინებს.

6. ნურასოდეს, ნურასოდეს, ნურასოდეს თხოვ პარტნიორს (რომელთანაც ჯერ არაფერი გქონია) გამოგიგზავნოს შიშველი ფოტო.

7. ნურასოდეს დაპირდები პარტნიორს იმას, რასაც ვერ შეუსრულებ.

8. იუმორი ყველა სირთულეს გადაგალახინებს.

9. ერიდეთ სექს მუშაკებს, ისინი მცდარ წარმოდგენას შეგიქმნიან თქვენს რეალურ შესაძლებლობებზე.

10. იყავით პირდაპირები.

მე გამოვიკითხე რამდენიმე სტუდენტი, როგორც ქალი ასევე ვაჟი და მივედი შემდეგ დასკვნამდე:

გოგონები უკმაყოფილონი არიან საპირისპირო სქესით და მათ ზედმეტ აქტიურობაში ადანაშაულებენ, ხოლო მამაკაცები კი, ქალების დანაშაულს მათ პასიურობაში ხედავენ. მიზეზი როგორც ერთ, ისე მეორე სქესშია, თქვენი ნებისმიერი ქმედება იწვევს უკუქმედებას თქვენი პარტნიორისგან.

უამრავი დაუკმაყოფილებელი ქალი თუ მამაკაცი დაიარება ჩვენი ქვეყნის ქუჩებში და იმდენი სექსისტური ენერგია ტრიალებს ჰაერში, რომ სუნთქვაც კი ჭირს და სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ შეეშვით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთმანეთის უკანალებზე ხახუნს და საქმეს მიხედოთ.

ავტორის შენიშვნა: ავტორი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ჯორჯ სოროსთან, არც მასონებთან და არც ტერორისტებთან. არ ცდილობს ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და არც ერის გარყვნაა მისი მიზანი. შესაძლო პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით Georgian Water & Power-ს ერთი ჭიქა ცივი წყლის მისაღებად.

ავტორი: მესტნი ჩელე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები