საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი დაფინანსებით საბერძნეთში

გაცვლითი პროგრამები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით და International Olympic Truce Centre-ის მხარდაჭრით, British Council 2016 წლის ივლისში საბერძნეთში საზაფხულო ბანაკს Imagine Peace Summer Camp მართავს.

ბანაკი გაიმართება 2016 წლის 24-31 ივლისს ქალაქ ოლიმპიაში.

ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 50 მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბანაკის პროგრამის ფარგლებში მონაწილები ჩაერთვებიან სასწავლო ვორქშოპებში, მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს გამოუმუშავოს გუნდური მუშაობის, თანასწორობის, კონფლიქტების მოგვარების და მოლაპარაკებების უნარები.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

მონაწილეობისათვის აუცილებელია რომ აპლიკანტი იყოს 17-25 წლამდე, ფლობდეს ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე და საკუთარ ქვეყანაში ჩართული იყოს ახალგაზრდულ პროექტებში.

რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, ორგანიზატორი მხარე ფარავს ცხოვრების, კვების და შიდაგადაადგილების ხარჯებს. საბერძნეთში გამგზავრებისა და უკან გამომგზავრების საფასური კი მონაწილემ თავად უნდა დაფაროს.

მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ონლაინაპლიკაცია.

დედლაინი 2016 წლის 1 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გადადით ბმულზე ან მიმართეთ ორგანიზატორებს:

Eleni Senta
17 Kolonaki Square
106 73 Athens
Telephone +30 210 369 2342
Email Eleni.Senta@britishcouncil.gr

Tania Vitsou
International Olympic Truce Centre
1A Lykavitou Street
106 72 Athens
Telephone +30 210 361 1023
Email about@olympictruce.org

სტიპენდია გერმანიაში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები