სტუდენტი და ძილი

სასარგებლო რჩევები

გამოცდაზე მაღალი ქულის აღება გჭირდება, ამისთვის მთელი ღამე უნდა გაათენო, რადგან, როგორც ჭეშმარიტმა სტუდენტმა მთელი მასალა სწორედ გამოცდის წინა ღამისთვის მოიტოვე? ან მეგობრის დაბადების დღეა და გამორიცხულია არ წახვიდე, ეწყინება. პლუს ქვიზისთვის ხარ მოსამზადებელი ან რეფერატი გაქვს დასამთავრებელი.

რა პრობლემაა, ყავით და ენერგეტიკული სასმელებით გაიჭყიპები და მოგვიანებით იქნებ ცოტაც წაუძინო ძალების აღსადგენად. მოგვაინებით, ანუ დილის ექვსი საათისკენ. ახალგაზრდა ხარ და არაუშავს, არა?  უშავს და მერე როგორ.

როგორ გავწვდეთ ყველაფერს ერთად? ეს კითხვა ყველა სტუდენტის მუდმივი ხვაშიადია.

dzili

სტუდენტები ყველაძე ძილმოკლებული და გადაღლილი არსებები არიან დედამიწის მასშტაბით.

გამოკითხვებმა აჩვენა რომ სტუდენტების მხოლოდ 30%-ზე ნაკლები იღებს  ძილის საჭირო რაოდენობას, რაც ღამეში 7–8 საათია.  20%  თვეში  ერთხელ მაინც მთელ ღამეს ათენებს. 35%-ზე  მეტი კი კვირაში ორჯერ მაინც ღამის 3–4 საათამდე ფხიზლობს.

კიდევ უარესი, სტუდენტების 60%-ზე მეტს ძილის პათოლოგიური მოშლილობა აწუხებს. იღებენ წამლებას ან ალკოჰოლურ საშუალებებს, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ფხიზლად.

ძილის მოკლება მეცადინეობის გამო  სინამდვილეში გაცილებით ცუდ შედეგებს იძლევა ტესტებსა და გამოცდებში, ვიდრე ნაკლები მეცადინეობა და მეტი ძილი (არ იგულისხმება დათვების ზამთრის ძილი, როცა ლექციასაც ფეხებზე იკიდებ, შუალედურსაც და გამოცდასაც).

გამოკვლევებმა უშუალო კავშირი გამოავლინა სტუდენტების უძილობასა და მოუწესრიგებელ პირად ცხოვრებას შორისაც. ასევე დაბალ თვითშეფასებებს, დეპრესიასა და სხვა  გონებრივ და ემოციურ აშლილობებთან კავშირიც დაფიქსირდა.

ყველაფრის თავი და თავი ისაა რომ ორგანიზმის ძრითადი მოთხოვნილებები არ უნდა უგოლებელყოთ. სამწუხაროდ სტუდენტებისთვის ჩვეულებრივი ამბავია  სხვა საქმეების შესასრულებლად ძილის მოკლება ან მასზე საერთოდ უარის თქმა.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა ნებისმიერ  საქმესა თუ სოციალურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანია. შესაძლოა ცხოვრების ამ ეტაპზე ამას ვერ აცნობიერებდეთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით სხვა ბევრი სამუშაო თუ წვეულებებიც იქნება თქვენს მომავალში (თუ საქმეს ოპტიმისტურად შევხედავთ). არავის არ სურს მარცხის განცდა და რაიმეში ჩაფლავება, მაგრამ თუ საკუთარი ორგანიზმის მოთხოვნებს უგულებელყობთ, ერთ დღესაც თქვენივე ორგანიზმი დაგაღალატებთ.

ამას გარდა,  რომც გეგონოთ რომ ყველაფერს თავს კარგად ართმევთ, ადრე თუ გვიან მოგიწევთ ფარ–ხმალის დაყრა – ყველაფრის გაკეთებას ახერხებთ მაგრამ ისე არა როგორც საჭიროა. ჩვენ ხომ ვიცით რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა.

რატომ უნდა მიიყვანო საკუთარი თავი შესაძლებლობების უკიდურეს ზღვრამდე? რა  აზრი აქვს იცხოვრო წარმატებული, რეალიზებული ადამიანის იმიჯით, თუ მოსიარულე მკვდარს გავხარ?!

სინამდვილეში შეგიძლია ყველაფერს გასწვდე, თუმცა მუდმივად ღამის თენების ხარჯზე ნამდვილად არა.  წარმატების საწინდარი ბალანსის პოვნაა. ბალანსის მიღწევა კი  დროის რაციონალურად გადანაწილებითა და უბრალო ორგანიზებით მიიღწევა.

ყველაფერი, რაზეც დედლაინის ბოლოს თავს ვიმტვრევთ და ღამეებს ვათენებთ,  დაგეგმვითა და გადანაწილებით შეიძლება თავსატეხად აღარ ვიქციოთ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას , რომლის გათვალისწინებაც დაგეხმარებათ მოაწესრიგოთ ძილის გრაფიკი:

  • ეცადეთ ყოველ ღამე 8-9 საათი მაინც იძინოთ.
  • შეიქმენით ძილისწინ რუტინა რომელსაც ყოველთვის გაიმეორებთ.
  • მოერიდეთ კოფეინისა და სტიმულატორის შემცველი მედიკამეტების/სასმელის მიღებას, განსაკუთრებით ძილის წინ.
  • შეიქმენით მშვიდი გარემო დაძინებამდე;
  • მოერიდეთ ღამისთევის მოყვარულ მეგობრებთან სტუმრობას საღამოობით.
  • თავი შეიკავეთ ძილის წინ მსუყე ვახშმისგან;
  • არასოდეს დაწვეთ მშიერი;
  • დაძინებამდე 6 საათის განმავლობაში მოერიდეთ ხანგრძლივ ფიზიკურ ვარჯიშს;
  • დასაძინებლად მშვიდი, ბნელი და გრილი ატმოსფერო შეარჩიეთ (გაითვალისწინეთ სეზონური ტემპერატურაც, ახლა რომ გრილი ადგილი შეარჩიოთ დასაძინებლად, უბრალოდ გაიყინებით).
  • აიძულეთ თქვენი თავი ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.

ასე რომ, შემდეგში როცა ღამის გათენებას  გადაწყვეტთ, დაფიქრდით: რისთვის აკეთებთ ამას? ღირს კი? პასუხი მარტივია – რა თქმა უნდა არა.

აირჩიე ძილი, ანუ ჯანმრთელობა.

dzili2

წყარო: fastweb.com

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები