15 რამ, რაც ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ

სასარგებლო რჩევები

1. უბედური ვარ არა იმიტომ, რომ შენ ხარ ბედნიერი, არამედ იმიტომ, რომ მარტო ვარ;

2. ზოგჯერ ადამიანები, რომელთაგანაც ელოდი, რომ მუდამ შენ გვერდით იქნებოდნენ, ასე არ იქცევიან. ეს ბუნებრივი მოვლენაა.

3. ვერავინ გაგრძნობინებს თავს ცუდად, თუ ამის ნებას არ დართავ. არც დართო.

4. ისწავლე როგორ იყო კარგად, როცა მარტო ხარ. მარტოობა სულაც არ არის საშინელება.

4

5. მიუხედავად იმისა, რომ სხეული თანდაყოლილია, ის სხვამ მოგანიჭა, ამიტომ ნუ შეიძულებ ან გააღმერთებ იმას, რის მოსაპოვებლადაც არაფერი გაგიწირავს;

6. არავის წინაშე არ ხარ ვალდებული, გაიღო მსხვერპლი. შენ მიერ გაღებული მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ შენი არჩევანია.

art2

7. არასოდეს იყო აბსოლუტურად დარწმუნებული შენს აზრში, გაითვალისწინე სხვების სიტყვებიც, თუმცა საკუთარი მოსაზრება ბოლომდე არ შეცვალო.

8. ყველაფერი დროებითია. სევდა, ბედნიერება, იღბალი, უიღბლობა, სილამაზე, სიმახინჯე, სიმდიდრე, სიღარიბე, სექსუალური ტანი, ქონიანი მუცელი, თავდაჯერებულობა, არათავდაჯერებულობა, უშნო ვარცხნილობა, მოდური ვარცხნილობა, შენი ოცნებები, ცხოვრება. მხოლოდ სიკვდილია მუდმივი და ის გარდაუვალია. დაიმახსოვრე.

8

9. შენი სიცოცხლე შეიძლება შეიცვალოს მაშინ, როცა ეს შენ გინდა. ყველაფერი დანარჩენი, რასაც საკუთარ თავს ეუბნები, მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლების მცდელობაა.

10. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ვერასოდეს იღებ იმას, რაც გინდა და ყველაფერი საუკეთესო სხვებისთვისაა განკუთვნილი. როცა ასეთი დრო დგება, გქონდეს საკუთარი თავის იმედი. სხვებს თუ მიენდობი, შესაძლოა, მართლაც დაგეხმარონ, მაგრამ ეს დროებითი იქნება, კვლავ დაუბრუნდები დეპრესიას, როგორც კი ისინი შენ გვერდით აღარ იქნებიან.

  ☼  გსურს იტალიური ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე 

11. შენი აზრი ადამიანზე, რომელიც გიყვარს, რომელსაც პატივს სცემ, შეიძლება წამებში შეიცვალოს. ეს ცვლილება შეიძლება ისე სწრაფად მოხდეს, რომ თავბრუ დაგეხვეს. თუმცა საბოლოოდ შესაძლოა, ეს სასარგებლო ცვლილება იყოს, ისწავლე როგორ შეელიო რაღაცებს, ეს შეიძლება ძალიანაც გაშინებდეს, მაგრამ კავშირების დროულად არ გაწყვეტის შემთხვევაში ისეთ ადგილზე დარჩები მიჯაჭვული, სადაც ყოფნა ნამდვილად არ გინდა.

11

12. სევდა ყოველთვის უფრო კეთილად გაქცევს. ყოველთვის. ნუ შეგეშინდება დეპრესიის. ის დაადნობს შენს ეგოს. სევდა ზოგჯერ შესაძლოა იქცეს საუკეთესო მოვლენად, შენს ცხოვრებაში, თუმცა არ მისცე მას იმის საშუალება, დაგახრჩოს.

13. არავინაა შენთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მისმა დანაკარგმა გამოუსწორებელი ზიანი მოგაყენოს. შეინახე შენი ძირითადი ძალები იმ სიღრმეებში, სადაც სხვებს ხელი არ მიუწვდებათ;

art

14. როცა სადმე შედიხარ, დააკვირდი შენ გარშემო არსებულ სიტუაციას. ნუ შეხედავ მას კამერის ლინზებიდან, ნუ შეინახავ შენს შთაბეჭდილებებს მეხსიერების შორეულ კუნჭულებში. თუ ის მნიშვნელოვანია, აუცილებლად დაგამახსოვრებს თავს, ამნეზიაც რომ გჭირდეს;

15. სიკეთე საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეიძლება ვინმეს მისცე, განსაკუთრებით კი უცნობებს. თუმცა სიკეთე არ გულისხმობს იმას, რომ ნება დართო სხვა ადამიანებს, გადაგთელონ. შეგიძლია იყო კეთილი, მაგრამ არ იყო ჩუმი, მორცხვი ან კომპლექსებით სავსე.

15

იხილეთ ასევე: გადაღლილი სტუდენტის წერილი ოჯახს

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

წყარო: artparasites.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები