1912–1915 წლებში აინშტაინი მთლიანად კონცენტრირებული იყო თავის ფარდობითობის თეორიაზე . იმდენად ბევრს მუშაობდა, რომ მისი ქორწინება საფრთხის ქვეშ დადგა თავად კი სტრესისგან თმები გაუთეთრდა. 1915 წლისთვის ნაშრომი დამთავრებული ჰქონდა და გამოაქვეყნა კიდეც. ფარდობითობის თეორია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მე–20 საუკუნის სამეცნიერო მიღწევებს შორის, ყველაზე მნიშვნელობვანი თუ არა.
ახლა წარმოიდგინეთ, აინშტაინს ფარდობითობის თეორიაზე მუშაობის პარალელურად ბლოგი ეწარმოებინა, წიგნები დაეწერა, სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანებულიყო. ასე რომ მომხდარიყო ახლაც ნიუტონის ერაში ვიცხოვრებდით.
როგორ გავხდეთ უფრო პროდუქტიული? ბევრი ჩვენგანი ალბათ ვერასოდეს დააკმაყოფილებს სრულად აინშტაინის პრინციპს, რადგან ზედმეტად სარისკოა . თუ ყველაფერს ერთ რამეში დავაბანდებთ და ეს საქმე არ გამოვა მშრალზე დავრჩებით. რაც უფრო მთავარია – მოსაწყენი იქნება. ცხოვრებაში მრავალფეროვნებაა საჭირო.
✔გსურს შეისწავლო ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე
თუმცა მანც წარმოგიდგენთ აინშტაინის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, როგორ მივაღწიოთ მეტს ნაკლები ძალისხმევის ფასად, დასკვნები კი თავად გამოიტანეთ:
- როცა ატყობ რომ შენი ყოველდღიური განრიგი ძალიან დატვირთული ხდება აიღე ფურცელი და სამ სვეტად დაყავი : პროფესიული, განტვირთვის და პირადი. პროფესიულის ქვეშ ჩამოწერეთ ყველა ის პროექტი რაზეც ამჟამად მუშაობთ ( თუ სტუდენტი ხართ ესეიგი ლექციები, სემინარები, კვლევები,რეფერატები. თუ მუშაობ შენი – სამსახურის საქმეები), განტვირთვის ქვეშაც შესაბამისად ჩამოწერეთ პუნქტები, რომელთა შესრულებაც შვებას მოგგვრით, პირადის ქვეშ კი ყველაფერი რასაც ჩვეულებრივ თავისუფალ დროს უთმობთ ხოლმე.
- თითოეულ სვეტში ამოირჩიეთ ერთი ან ორი პროექტი, რომელიც თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია და ვარსკვლავი გაუკეთეთ.
- შემდეგ ისეთი პროექტები/საკითხები ნახეთ, რომლებზე მუშაობის შეწყვეტას უარყოფითი შედეგები არ მოჰყვება და სიიდან ამოშალეთ.
- ბოლოს, პროექტებისა თუ საკითხებისთვის, რომელიც ასეთ სიაში არ შევა, გამოყავით 1–3 კვირიანი გეგმა მათ დასასულებლად და სიიდან ამოსაშლელად.
- როცა ამასაც მორჩებით დაგრჩებათ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც შეგიძლიათ თავდაუზოგავად იმუშაოთ და ალბათობაც მეტი იქნება იმისა, რომ მათ შორის ერთ-ერთი თქვენ მიერ შესრულებულ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად იქცეს ახლო მომავალში.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ : შეეცადეთ ერთი თვე მაინც არ წამოიწყოთ ახალი საქმე. ამის ნაცვლად ყველა თქვენი რესურსი გაფილტრულ სიაზე მუშაობას მოახმარეთ.
აინშტაინის აზრით, ამ რჩევებს რეგულარულად გათვალისწინება მოგცემთ შესაძლებლობას, მუდმივად იმაზე იყოთ ორიენტირებული, რაც მნიშვნელოვანია.
მართალია ყველა აინშტაინი ვერ ვიქნებით, მაგრამ ყველას შეგვიძლია ჩვენ–ჩვენი ,,ფარდობითობის თეორია“ აღმოვაჩინოთ.
თარგმანი: ქეთი ქურციკიძე
წყარო: calnewport.com