ჯონ ქეიჯის 9 რჩევა სტუდენტებს

სასარგებლო რჩევები

წარმოგიდგენთ ამერიკელი მუსიკოსის, პოეტისა და ფილოსოფოსის, ჯონ ქეიჯის მიერ შედგენილ წესებს სტუდენტებისთვის:

  1. იპოვე ადგილი, რომელსაც ენდობი და გარკვეული დროის განმავლობაში ამ ნდობის შენარჩუნება სცადე;
  2. ბოლომდე გამოიყენე ლექტორის ცოდნა, შეისრუტე ყველაფერი, რისი მოცემაც მას შეუძლია. ასე მიუდექი კურსელებსაც, გადმოიტანე მათი ცოდნა საკუთარ თავში.
  3. ყველაფერს ისე შეხედე, როგორც ექსპერიმენტს;
  4. იყავი დისციპლინირებული. ეს გულისხმობს იმასაც, იპოვო ღირსეული პიროვნება, რომლის მიმდევრადაც იქცევი. დისციპლინა ნიშნავს მიმდევრობას კარგი გაგებით. თვით-დისციპლინა კი ამის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია.
  5. არაფერია შეცდომა. არ არსებობს წაგება ან მოგებეა, არსებობს მხოლოდ შენაძენი;
  6. ყველაზე მთავარი მუშაობაა. თუ იმუშავებ, ეს საბოლოოდ რაღაცამდე მიგიყვანს. მხოლოდ ის ადამიანები ახდენენ ცვლილებებს, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ;
  7. ნუ ეცდები, შექმნა და გააანალიზო ერთდროულად, რადგან ეს ორი განსხვავებული პროცესია.
  8. იყავი ბედნიერი, როცა ამის შანსი მოგეცემა;
  9. იკითხე ყველაფერი, რაც ხელში მოგხვდება, ხშირად და ყურადღებით უყურე ფილმებსაც და დაიმახსოვრე ყოველივე, რადგან მოგვიანებით აუცილებლად გამოგადგება;

14444

იხილეთ ასევე: 10 რჩევა შემოქმედებითი აზროვნების გასაძლიერებლად

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები