სტუდენტი გამოცდაზე

მხიარული ინფო

გამოცდების დროს სტუდენტები ავტომატურად იყოფიან 3 ძირითად ჯგუფად:

1. „ხუთოსნები“ – მათზე მოთხოვნა ამ პერიოდში კულმინაციურ ზღვარს აღწევს, ყველას უნდა მათ გვერდით დაჯდეს და მათგან გადაწერის გზით გამსვლელი ქულა გამოსწიწკნოს მუხთალ წუთისოფელს. სხვა დროს შეიძლება გვაღიზიანებდნენ განუწყვეტელი თავის ქიცინით, პირველ მერხზე წამოჭიმვითა და სემინარზე უსასრულო აქტიურობით, მაგრამ გამოცდის დროს ყველა აცნობიერებს, რომ მათთან ახლოს ყოფნა სასურველი ქულის მიღების ერთადერთი რეალური გზაა.

[textmarker color=D0A9F5]გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].

2. „არაფერი ვიცი“ სტუდენტები – სხვა დროს ასეთი ტიპები შეიძლება მოგვწონდეს კიდეც, რადგან მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვთ, ქულებს არ მისტირიან (თავად არიან „ფრითი ქუულები“) და სემინარზეც არასოდეს მოგვხვდებიან ცუდად თვალში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ესწრებიან. მაგრამ გამოცდის დროს ისინი ისევე უსარგებლოები არიან, როგორც თბილი ქურქები გაგანია ზაფხულში. სიმართლე წიწაკაზე მწარეა, ამ დროს მათთან ერთ მერხზე ან მწკრივში მოხვედრა არავის გვინდა.

3. „საერთოდ არაფერი წამიკითხავს“ სტუდენტები – ყველაზე გამაღიზიანებელი ჯგუფი, რომლებიც თავდაუზოგავად წუწუნებენ იმაზე, რომ დრო არაფრისთვის ეყოთ, არაფერი წაუკითხავთ, ან მხოლოდ წამოსვლის წინ/გზაში გადახედეს რაღაცებს, საბოლოოდ კი უმაღლეს ქულებს იღებენ. ასეთი სტუდენტები ძირითადად ცრუმორწმუნეები არიან და „არიქა, თვალი არ გვეცეს“ პრინციპით მოქმედებენ. მათ არ იციან, რომ ლუციფერმა ჯოჯოხეთში უკვე მოაწყო მათთვის სპეციალური კუთხე, სადაც ყოველდღე ჩაუტარდებათ ისეთი გამოცდები, რომლისთვისაც მართლა არ იქნებიან მზად.

არსებობს სასურველი ქულის მიღების უფრო კრეატიული გზებიც:

c65b38a24f5556e3f9aeca056e9f5dc0 f78528f1d6b75a411474ca35031877cd funny-picture-1304559022

 

იხილეთ ასევე: შემოდგომა მაღლივში

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები