როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს

ARIS ბლოგერი

ადამიანები იყოფიან ორ ჯგუფად ნორმალურები, რომლებიც ცხრიდან თორმეტ საათამდე  იძინებენ და ღამურები, რომელთათვისაც ძილის რეჟიმი არ არსებობს. ასეთი ადამიანებისთვის გვიან – ღამის სამი საათიდან შვიდ საათამდე დაძინება და დღის საათებში გაღვიძება ნორმალური მოვლენაა. ვფიქრობ ამ  უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც ან საერთოდ არაფრით არ არიან დაკავებული (მემკვიდრეობით მდიდრები,უსაქმურები,”ბომჟები”) ან მუშაობენ თავიანთ განრიგზე მორგებულ სფეროში (ბლოგერები, მწერლები, მხატვრები და ა.შ). ხოლო პირველ კატეგორიაში შედიან ისინი ვისაც სამსახური სტანდარტულ დროს ეწყებათ  (საქართველოში 9 იდან 10 სათამდე), ასევე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, მათ უმეტესად სასწავლებელში თავად აქვთ სალექციო დროის არჩევის უფლება, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც როდესაც უნივერსიტეტში მისულს უკვე განსაზღვრული გაქვს ლექციის დრო, ან რომელიღაც ლექციაზე ადგილი არ არის და მხოლოდ დილის საათებში გიწევს არჩევა.

გადავწვიტე ჩემი ფეისბუქ (სტუდენტ) მეგობრებისთვის მიმეწერა წინადადება – „ როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს…“ და მეთხოვა მათვის მისი დასრულება, ეს ყველაფერი კი ასე გამოიყურება (გთავაზობთ რამდენიმეს):

როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს…

1.         კოშმარია

2.         ლექციაზე მძინავს

3.         ვიკიდებ და არ მივდივარ

4.         თავი არ მაქვს

5.         მე აქ არ ვარ

6.         თავი ჟანა დარკი მგონია

7.         დროა წაუსნიკერსო

8.         სიზმარია

 

გავაკეთე კითხვარი, რომ გამეგო თუ რამდენ მათგანს აქვს დილით ლექცია, რომელ საათზე იღვიძებენ, რამდენად რთულია ეს პროცესი მათთვის და საერთოდ რას ნიშნავს მათთვის დილით გაღვიძება.

გამოკითხულთა 11.1% დილის 7-8 საათის ინტერვალში იღვიძებს, 66.7% – 9-12 სთ, 22,2% კი  იქამდე სანამ ვიღაც, ან რაღაც არ შეუშლის ხელს (შემთხვევა – დილის ლექციის ფაქტორი  არ ითვალება).

56.5 %  აქვს  დილის  ცხრა  საათზე ლექცია. სტუდენტთა 44.4%  რომლებსაც დილით ცხრაზე აქვთ ლექცია –  იღვიძებს დილის  6-8 საათის ინტერვალში, 33.3% – იღვიძებს 8 საათიდან, ხოლო  22.2% -ს   არ ადარდებს ლექციის გაცდენა .  სტუდენტების 70 % ს უჭირს ადრე ადგომა.

კითხვაზე,  თუ რას ნიშნავს მათთვის დილით გაღვიძება და ლექციაზე წასვლა ასე მპასუხობენ:

•           ტანჯვას

•           სიკვდილის ტოლფასია :დდ

•           დილით ძილი კარგია ჯანმრთელობისთვის. თორემ უძინარი დავრჩები ^_^

•           სამყაროს დასასრულს ;(

•           გააჩნია, კარგი სიზმარი მესიზმრება თუ ცუდი.

•           მთელი დღე სიკვდილს

 

მე ერთი მათგანი ვარ.  მიჭირს დილით გაღვიძება, ადგომა…  ფიქრი იმაზე, რომ წინ  ავტობუსის 9 გაჩერება და მეტროს  6 სადგური მაქვს გადასალახი – ჰალკისებურად  მანრისხებს. ამ დროს,  ფიქრებს სხვაგან  ვამისამართებ  და ლაგდება „წასაბალიშებლად“ გაზულუქებული სხეული.  მაგალითისთვის:  სელფის გადაღებისას უფრო მეტი ადამიანი კვდება ვიდრე ზვიგენის ნაკბენისგან -უკვე მეცინება იმაზე, თუ როგორ ააწყვეს საქმე ტექნიკის გიგანტმა კომპანიებმა აფრიკაში ერთჯერადი საჭმლისთვის მომუშავე მუშახელის ხარჯზე (ხშირად მონობაშიც მყოფების).  რომ, ყოველ  3.6 წამში შიმშილისგან ერთი ადამიანი იღუპება (2013 წლის მონაცემებით).  მსოფლიოში 56  მილიონზე მეტ ბავშვს სკოლაში სწავლის შესაძლებლობა არ აქვს (14 წლის მონაცემებით).  ბოლოსკენ შეიძლება გაგეღიმოთ არც კი, ამიტომ არ ვთვლი ვალდებულად სხვა უფრო ინფორმაციული და დასტატისტიკებული ფიქრები მოგაწოდოთ. მიხვდებით ალბათ, ვარ სოციოლოგიის სტუდენტი. ხოლო იმის მისახვედრად რომ ცუდ დღეში ვართ, მე დაგეხმარებით.

ზოგადად რა არის სტუდენტობა? რა იმალება ამ დალოზუნგებული მშობლების ფულით დანესტიანებული ფრაზის მიღმა? ალბათ ის, რომ ჩვენ ბევრთაგან ბევრმა, თავისებურად დაფუფუნებულ, ფერებით გამოლაყებულმა ბალღებმა ვისწავლოთ ცხოვრება. რომ წინ ბევრად რთული რაღაცებია, ვიდრე დილით ადრე ადგომა და ლექციაზე საკმარისად ფხიზელი სახით გამოცხადება. ალბათ დაუყოვნებლად მომაწოდებთ მყარ არგუმენტს – რუტინა კლავს! გეთანხმებით.. კლავს! მაგრამ მოახდინო ლავირება რუტინის მიღმა შენი შინაგანი დანაირნაირებული ქაოსით – უკვე საინტერესოს გახდის შენს დღეს. და თუ ამ ქაოსს მისცემ უფლებას იყვიროს – უკვე სხვის დღესაც შეაშფოთებ.

მე მჯერა ჩვენი, შეგვიძლია მეტი. ცხრა საათი… მაღვიძარა, ეკრან ჩამსხვეული ტელეფონი – მისი ხმის ჩახშობის მიზნით. ხდება რა არ. მაგრამ გავიღიმოთ – ეს მარტივია. გავუღიმოთ ერთმანეთს – უფრო მარტივი. შევქმნათ აურა – ეს უკვე დღეა, რომელსაც ვუქმნით ჩვენს თავს და ერთმანეთს.  დღე რომელიც მეტად საინტერესოა ვიდრე ძილში გაფუყულ სიზმრებად შთანთქმა. დღე ეს ჩვენ ვართ!

ავტორი: ნიკო მიქაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები