სოფია ქარჩხაძე – წარმატებული ქართველი ბოდიბილდერი

ინტერვიუ

სოფია ქარჩხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტია, პარალელურად კი ფიტნეს 31-ში ტრენერად მუშაობს. ის ბოდიბილდერია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა 2015 წლის „ფიტნეს-ბიკინის“ კატეგორიაში.
იხილეთ მოკლე ინტერვიუ სოფიასთან.

1

როდის დაიწყე ვარჯიში? ანუ ბოდიბილდერობა როდის გადაწყვიტე და რატომ?

ყოველთვის მიყვარდა ვარჯიში,თავიდან უფრო მსუბუქად შემდეგ სიმძიმეებზე და ძალურ დატვირთვაზე გადავინაცვლე და დავრჩი კიდეც აქ, იმიტომ, რომ სხეულს რომელშიც ვცხოვრობთ, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება, როგორც კვებით, ასევე ფიზიკური მოძრაობით და დატვირთვით.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

დღის განმავლობაში საშუალოდ რა დროს უთმობ ვარჯიშს?

ახლა მომზადების პროცესში ვარ, შესაბამისად უფრო ნაკლები დროს, ვიდრე ჩვეულებრივ, როგორც წესი, ერთი საათი მაქვს გამოყოფილი ძალური ვარჯიშისთვის.

რისთვის ემზადები?

შეჯიბრისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო ჩემპიონატი ტარდება თბილისში, 18 ოქტომბერს

ბოდიბილდერი გოგო არცთუ ისე ხშირად გვხვდება საქართველოში, ალბათ ბევრის გაკვირვებას და ინტერესს იწვევ.

არც ასე რთულადაა საქმე, ბოდიბილდინგი ტენდენციური ხდება და მიხარია.

დიეტის დაცვა უფრო რთულია თუ ვარჯიში?

მათავარი სურვილია თუ ეს არის, რთული არცერთი აღარაა, თუმცა სუსტი და უნებისყოფო ადამიანების ადგილი ამ სპორტში არაა.

რჩევა ან შენიშნვა თანატოლების მიმართ?

აკეთონ ის, რაც უყვართ და რაც ჯანსაღია, სირთულეების მიუხედავად, რადგან სადაც მიზანი და სურვილია იქ იღბალიც არის.

2  23 fea

 

4

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები