ერთ დღესაც ღმერთმა გადაწყვიტა რამე განსაკუთრებული შეექმნა, შემოიკრიბა ანგელოზები და განუცხადა:
– მინდა ისეთი ადგილი შევქმნა რომელშიც სტუდენტები ივლიან მაგრამ ვერაფერს ისწავლიან, ადგილი სადაც მოხვედრა არავის ენდომება მაგრამ მაინც მოხვდებიან, ამის მიზეზი კი ძირითადად უფულობა იქნება. გაქვთ რამე იდეები?
[textmarker color=D0A9F5]✔გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].
– მე მაქვს. მოდი ისე ვქნათ, რომ ამ ადგილას სტუდენტებმა უფრო ხშირად იარონ ვიდრე ლექტორებმა. – უთხრა ერთ-ერთმა ანგელოზმა
– გარდა ამისა შენობაში ყველაზე დამშეულ სტუდენტებს მოვუყაროთ თავი, რომლებიც სულ საჭმელზე ფიქრობენ, – ჩაურთო მეორემ.
– კიდე ისე გავაკეთოთ რომ სტუდენტებმა ამ ადგილიდან საბოლოოდ წასვლისას იმაზე ნაკლები იცოდნენ ვიდრე მასში მოსვლისას იცოდნენ. – თქვა მესამემ.
– მოდი, ლექტორებისა და სტუდენტების განათლების დონე მაქსიმალურად დავაახლოვოთ, რათა ერთმანეთს უკეთ გაუგონ.
– ისე მოვახერხოთ რომ სტუდენტებმა ლექციის პარალელურად ჯოკერის თამაში შეძლონ.
– რას ამბობ, აზარტული თამაშები ხომ ცოდვაა! – შეეკამათა მეექვსე ანგელოზი.
– იმ ლექციის მოსმენა უფრო დიდი ცოდვა იქნება, ასე რომ… – საკუთარი პოზიცია დაიცვა მეხუთემ.
– მასში არ გავაჭაჭანოთ არც ერთი ლამაზი გოგო. – ხელები მოიფშვნიტა მეშვიდე ანგელოზმა.
– ეგ რატომ? – გაუკვირდა ღმერთს.
– რათა ვინც იქ მოხვდება სულიერი სილამაზის დაფასება ისწავლოს.
ღმერთს ეს ყველაფერი ჭკუაში დაუჯდა.
– კეთილი, – თქვა მან. – შევქმნათ ასეთი ადგილი და დავარქვათ მას „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.“