1. მეექვსე კორპუსთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც ბომბეიდან ლონდონში მიმავალი გვირაბი, მაგრამ შემდეგ ფინანსური სიმწირის გამო პროექტმა უფრო მოკრძალებული სახე მიიღო;
2. თსუ-ს მესამე კორპუსი ალფრედ ჰიჩკოკმა დააპროექტა, რითაც აიხსნება თუ რატომ იწვევს ეს კორპუსი ყოველ მნახველში იდუმალ შიშს, მისტერიულ მოკრძალებასა და დაუყოვნებლივი გაქცევის სურვილს;
3. არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი პირველკურსელი მრავალი წლის წინ გაუჩინარდა მეორე კორპუსის ნულოვან სართულზე და ის დღესაც უშედეგოდ ეძებს გასასვლელს, გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას კი ვერ ახერხებს, რადგან, მოგეხსენებათ, აღნიშნულ სართულზე მობილური არ იჭერს;
4. სამოცდაათიან წლებში პირველი კორპუსის ეზოში ორი სტუდენტი ჩამოჯდა და მათ ჭორაობის ნაცვლად კონსპექტის განხილვა დაიწყეს, რათა სემინარისთვის მომზადებულიყვნენ. ეს უნიკალური ფაქტი აღარასოდეს განმეორებულა.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
5. თსუ-ს მეექვსე კორპუსი ინდიელი ბელადების სამარხზეა დაშენებული, ამიტომაც არ ხდება მისი მოდერნიზაცია და ნაგებობა პირვანდელ სახეს ინარჩუნებს (რათა მუშების ფაციფუცმა ინდიელი ბელადების სულები არ გააღიზიანოს). ახლო მომავალში არაა გამორიცხული მეექვსე კორპუსმა პირველყოფილი ნაგებობების ეროვნულ მუზეუმში გადაინაცვლოს;
6. მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაადგინეს, რომ ამირანი თავდაპირველად კავკასიონის ქედზე კი არა, მაღლივში იყო მიჯაჭვული. მათივე ინფორმაციით მცდარია შეხედულება, თითქოს ამირანის გულ-ღვიძლს ყვავ-ყორანი კორტნიდა. „ამირანის შიგნეულს მაღლივის დამკვირვებლები ძიძგნიდნენ“ – განაცხადეს მეცნიერებმა.