Business Insider იმ უნივერსიტეტების სიას აქვეყნებს, რომელთა კურსდამთავრებულებიც სამსახურებში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ.
აღსანიშნავია რომ კვლევის შედეგების მიხედვით პირველი სამი ადგილიდან 2 სამხედრო სასწავლებელს უკავია.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
გთავაზობთ აშშ-ის იმ უნივერსიტეტების ხუთეულს, რომელთა კურსდამთავრებულებიც სამსახურებში ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ:
1. US Naval Academy – სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებულების ხელფასის საშუალო ოდენობაა 80 700$. აღნიშნული სასაწავლებელი სტუდენტებს ამზადებს საზღვაო ფლოტში სამსახუროდ. აკადემიის ერთ-ერთი კურსდამთვრებულია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერია. ამასთან აკადემიის კურსდამთავრებულებს შორის არიან ასტრონავტები და სხვადასხვა საერთაშორისო სტიპენდიის მფლიბელები.
2. Harvey Mudd College – კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასი 75 600$. სასწავლებელი განთქმულია ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების სასწავლო პროგრამებით.
3. US Military Academy– საშუალო ანაზღაურებაა 75 100$. ეს არის ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო სასწავლებელი, სადაც მოხვედრა საკმაოდ რთულია.
4. California Institute of Technology – საშუალო ანაზღაურება შეადგენს 74 800$. გარდა მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო სასწავლო პროგრამებისა, სასწავლებელი თავისი რეპუტაციითაც ამაყობს. ამასთან კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებს შორის ბევრი აღიარებული მეცნიერია, რომელთაც სხვადასხვა პრიზები და წოდებები აქვთ მიღებული. მათ რორის არის 32 ნობელის პრემიის ლაურეატი.
5. Massachusetts Institute of Technology – საშუალო ანაზღაურებაა 70 300$. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტიტუტი აშშ-ში. კურსდამთავრებულების უმრავლესობა დასაქმებულია ისეთ ცნობილ კომპანიებში როგორიც არის Google, Oracle და McKinsey.