პროექტი – ARIS ბლოგერი განახლებული სახით ბრუნდება

ARIS ბლოგერი

“სტუდენტური ამბების” პროექტი – “ARIS ბლოგერი” განახლებული სახით ბრუნდება! პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გამოაქვეყნონ თავიანთი მოსაზრება, კომენტარი, რეპორტაჟი (ფოტო, ვიდეო, აუდიო), ბლოგი, ესე, ნახატი, ჩანახატი, მოთხრობა, ლექსი, რომელიც შეესაბამება წინასწარ შერჩეულ თემატიკას  – და მიიღონ ჰონორარი.

სათაურს ორ კვირაში ერთხელ „studinfo”-ს რედაქცია გთავაზობთ.

მაშ ასე, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში თქვენ მიერ გამოგზავნილი ნამუშევრის სათაური (თემატიკა) უნდა იყოს შემდეგი:

„როცა ლექცია დილის ცხრა საათზე მაქვს“.

სტუდენტებს თავიანთი ნაწერების გამოგზავნა შეეძლებათ ელექტრონულ მისამართზე: – [email protected]

 არ მიიღება ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება თემატიკას!

ჟანრი შეიძლება იყოს ნებისმიერი.

განახლებული “ARIS ბლოგერის” შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები