არის ბლოგერი – წესები

blogeri

ხარ სტუდენტი?

გინდა, შენმა ხმამ ადრესატამდე მიაღწიოს?

მაშინ, ARIS სამუშაო შენთვის!

სტუდენტური ინტერნეტ გვერდი studinfo.ge გაძლევს შესაძლებლობას, გამოაქვეყნო შენი მოსაზრება, კომენტარი, რეპორტაჟი (ფოტო, ვიდეო, აუდიო), ბლოგი, ესე, ნახატი, ჩანახატი, მხატვრული ნაწარმოები – და მიიღო პირველი ჰონორარი.

სტუდინფოს რედაქცია შემოგთავაზებთ კონკრეტულ სათაურს რის შემდეგაც, ორი კვირის განმავლობაში შეგეძლებათ გამოაგზავნოთ ნებისმიერი სახის მასალა, რომელიც თემატიკურ შესაბამისობაში იქნება წინასწარ განსაზღვრულ სათაურთან. სათაურები (ანუ თემატიკა) შეიცვლება ორ კვირაში ერთხელ.

სათაურის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ ჰონორარი გადაეცემა შემოსული მასალის სამ რჩეულ ავტორს. აქედან ერთს სტუდინფოს რედაქცია თავად აარჩევს პირად კრიტერიუმებზე დაყრდნობით. დანარჩენი ორი გამარჯვებული გამოვლინდება იმის მიხედვით თუ რამდენად პოპულარულია მისი ბლოგი. იმისთვის რომ პოპულარული ბლოგის ავტორმა ჰონორარი მიიღოს, მის ბლოგს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ათასი ნახვა.

ათასზე მეტი ნახვის მქონე ბლოგებიდან ჰონორარი გადაეცემა იმ ორ ბლოგერს, რომლის მასალასაც ყველაზე მეტი მკითხველი ეყოლება.

ამის პარალელურად სტუდინფო ტოვებს თავისუფალ სივრცეს სტუდენტებისთვის, სადაც ყველას შეუძლია გამოაგზავნოს ნებისმიერი თემატიკისა და ჟანრის მასალა, რომელიც განთავსდება საიტზე (აღნიშნული მასალის ავტორები არ მიიღებენ ჰონორარს ან სხვა სახის ფულად ანაზღაურებას).

გამოგვიგზავნეთ მასალა შემდეგ მეილზე: s.zaridze@aris.ge

ARIS ბლოგერის სარედაქციო პოლიტიკა

ARIS ბლოგერის მიზანია, სტუდენტებს დაეხმაროს საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების სასურველი ფორმით გამოხატვაში, ამიტომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ტექტსი ვებ-გვერდზე  რედაქტირების გარეშე განთავსდება.

თუმცა, ARIS ბლოგერი იტოვებს უფლებას, არ გამოაქვეყნოს პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს:

  1. ცილისწამებასა და დისკრიმინაციას;
  2. უხამსობასა და ვულგარულობას;
  3. ძალადობისაკენ მოწოდებას, მუქარასა და დამცირებას;
  4. სიძულვილის ენას;
  5. კომერციულ ინტერესებს.

ARIS ბლოგერი მოუწოდებს სტუდენტებს, დაიცვან საავტორო უფლებები!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები