2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მართალია ჯერ მხოლოდ ორმა საგამოცდო დღემ განვლო, თუმცა მშობლებისა და აბიტურიენტი შვილების ურთიერთობების შესახებ მარგალიტები უკვე საკმაოდ დაგროვდა, რომელიც სოციალურ ქსელში მისმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა იოსებ შეყილაძემ გაავრცელა.
იხილეთ ეროვნულ გამოცდებზე მოსმენილი ფრაზები, რომლებიც, ალბათ, თქვენთვისაც კარგად არის ნაცნობი:
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
***
– დაფინანსება გამომიტანე იცოდე იქიდან, თორე თმებს დაგაწიწკნი.
– ჯერ რა დროს დაფინანსებაა
– როცა იქნება.
***
– მაიმუნის ტრაკივით ვარ აწითლებული ხო?
***
– თაფლი გადაყლაპე მეთქი, რო გითხარი დილით, გადაყლაპე?
***
– დედი, რო შეხვალ, პირჯვრის გადაწერა არ დაგავიწყდეს.
***
– ვეფხისტყაოსანი რამდენ კუპლეტიანია?
***
– ნაჭამი გაქ ბებია რამე?
***
– კაი, ძმა, რამდენს მჩხრეკავ, მეღუტუნება მანდ.
– მჩხრეკ. ქართულის გამოცდაზე ხარ. (ბეჯითი აბიტურიენტი)
– იდი ნა *** ქართულად როგორ იქნება?
***
– ტუალეტში რო მენდომება ხმამაღლა უნდა ვთქვა?
***
– მშობლები უკან მეთქი!
– აბიტურიენტი ვარ მე!
***
– გაფუჭდება ეს კატლეტები ამ სიცხეში.
***
– მოიხედე, დედი, სელფი უნდა გადაგიღო სანამ შეხვალ.
***
– რას გამომაქციე, შე შობელძაღლო, ორი საათით ადრე??
– ბავშვი აბარებს, უნამუსო, სირცხვილი იქონიე!
***
– აბა, მიდი მამი, თემაზე არ გაიჭედო, ბიჭო, წერე და წერე, ბოდიალი არ შეგეშლება შენ.
***
– ქეთი, შვილო, წაიღე ეს სალფეთკიც, კუჭი არ აგეშალოს იქ.
➡ შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი ვერსიებიც.