ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი
თსუ-ის სტუდენტი
“სოფი, ჩქარა წამოდი, ჩვენი რიგია!” – მაგრად ვკიდევ ხელს ჩემს საუკეთესო მეგობარს და ეიფელის კოშკისკენ მივარბენინებ. “როგორი, ბედნიერი ვარ! ოცნება ამიხდა!.. პარიზი! – ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს”, -ვფიქრობ გულში და სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდები ეიფელის კოშკს. სოფი ცდილობს არ ჩამომრჩეს. მე აღტაცებული ვარ… ის-ის არის, ვცდილობ, ფეხი დავდგა კოშკის პირველ საფეხურზე და, ამ დროს, მესმის საშინელი ხმა. ირგვილვ ვიყურები, ვციდილობ გავიგო საიდან მოდის ეს საზარელი ხმა… უცებ, კოშკიც ქრება, სოფიც, პარიზიც და მხოლოდ ხმა რჩება. საშინელი, გაბმული რეკვა მესმის მხოლოდ… ცოტა ხანში ვხვდები, რომ ჩემი მაღვიძარა რეკავს…
უკვე, ცხრა საათია. მახსენდება რომ დღეს ჩემი საყვარელი სოფლიდან თბილისში უნდა დავბრუნდე. ისედაც მეძნელება სახლის დატოვება და დილით ადრე გაღვიძება საქმეს კიდევ უფრო მიძნელებს. თუმცა ვხვდები რომ ლექციებს ვერ გავაცდნენ და ვცდილობ გაღვიძებას. მალე მოვდივარ გონს, ვემზადები და ერი საათის შემდეგ უკვე „მარშრუტკაში“ ვზივარ იმ იმედით რომ ძილს გავაგრძელებ.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
ჩვენ, კიდევ, რამდენიმე ადგილას ვჩერდებით და სულ მალე სამარშრუტო ტაქსიში უამრავი ადამიანი იყრის თავს. მიუხედავად ხალხის სიმრავლისა სრული სიჩუმეა. ჩემდა გასაოცრად არც მძღოლს აქვს მუსიკები ჩრთული. ვხვდები გამიმართლა და თავს სავარძლის საზურგეს ვაყრდნობ და ვდილობ ძილი გავაგრძელო.
სამარშრუტო ტაქსი, კიდევ ერთხელ, ჩერდება. ტაქსიში ახალგაზრდა ქალი ამოდის პატარა გოგონათი ხელში. ისინი ჩემ გვერდით არსებულ თავისუფალ ადგილს იკავებენ და გზაც გრძელდება. ქალი 25 წლისაც ვერ იქნებოდა. თვალები ჩასწითლებოდა და სახეზე დაღლილობა ეტყობოდა. მის კალთაში მჯდარ ბავშვს, რომელიც გაბმულად ტიროდა, საოცრად თბილად და სიყვარულით აღსავსე ხმით ამშვიდებდა.ცოტა ხანში გოგონა დამშვიდდა მე კი ვეცადე დამეძინა. თუმცა არაფერი გამომივიდა. ჩემ გვერდით მჯდარი ბავშვი არ მაძლევდა ძილის უფლებას. ფეხებს მირტყამდა და ყურადღების მიქცევას ცდილობდა. ბოლოს მის სიჯიუტეს დავყევი, წყნარად გადმოვატრიალე მისკენ თავი და ბავშვს შევხედე. გოგონას დიდი და საოცრად ლურჯი თვალები ჰქონდა. ახლა უკვე, ერთმანეთს ვუყურებდით და ვუღიმოდით.
ვეცადე, საუბარი დამეწყო და გოგონას სახელი ვკითხე. მანაც რაღაც გაუგებრად და დაბალი ხმით ჩაიჩურჩულა ისე რომ თვალი არ მოუცილებია ჩემთვის. დედამისმა ამიხსნა რომ ბავშვს ნინი ერქვა. პირველ ივნისს დაიბადა, ნინოობის დღეს და სულ რამდენიმე თვეში 5 წილის გახდება. აკანკალებული ხმით ისიც დაამატა რომ ბავშვს დაუნის სინდრომი ჰქონდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ახლა ექიმთან მიდიოდნენ. ნინის ანაიზები უნდა აეღო, ამის გაკეთება ბავშვს საკმაოდ ხშირად უწევდა. ნინი მისი პირველი შვილი იყო და ყველაფერს აკეთებდნენ ბავშვისთვის.
ნინი კვლავ მიყურებდა. თავისი დიდი და ნათელი თვალებით. უცებ გამახსენდა, რომ წამოსვილსას დედამ ჩანთაში შოროლადები ჩამიწყო და გამიხარდა. ჩანთა გავხსენი და შოკოლადები ნინის გავუწოდე. ახლა კი მან თვალი მომაშორა და დედას გახედა დაბნეული მზერით. თითქოს ეკიხებოდა და ნებართვას სთხოვდა შოკოლადების გამორთმევის თაობაზე. დედამ გაუღიმა და ნინიმ ფრთხილად გამომართვა შოკოლადი. მადლიერების ნიშნად გადმოიხარა, ნაზად მაკოცა ლოყაზე და გამიღიმა. რამდენიმე წუთის შემდეგ მე და ნინი დავმეგობრით.
ცოტა ხნის შემდეგ, ის უკვე, ჩემს მუხლებზე იჯდა და მეტიტინებოდა. თავს ნაზად მადებდა ლოყაზე, მეხუტებოდა და ძალიან ხშირად მიღიმოდა. მიხაროდა, რომ ნინი ახლა ბედნიერი იყო, თავს კარგად გრძნობდა და ერთობოდა. მიხაროდა, რომ შესაძლებლობა მომეცა გამეცნო ასეთი არაჩვეულებრივი ბავშვი. საოცრად თბილი და ხალისიანი ნინი… ვხვდებოდი და მიხაროდა, რომ ნინიმ თავის სამყაროში შემიშვა. თავის პატარა სამყაროში, რომელშიც არც თუ ისე ბევრი ადამიანი იქნებოდა. ვხვდებოდი, რომ ნინი საუცრად მიყვარდა. მიყვარდა მისი ლურჯი თვალები და მისი საოცრად თბილი ღიმილი. ვხვდებოდი, რამდენიმე საათიში როგორ შეიცვალა ჩემი ოცნება და სურვილები. მინდა ნინიც და სხვა დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებიც ბედნიერები იყვნენ.
არ მინდა, ზედმეტი ქრომოსომის გამო, ცხოვრება სატანჯველად ექცეთ. მინდა დიდხანს იცოცხლონ, ძალიან ძალიან დიდხანს… ხშირად გაიღიმონ, იცინონ, და საყვარელი ადამიანების სითბო არ მოაკლდეთ. ნინის წყალობით კიდევ ერთხელ მივხვი რა უცნაურია სამყარო. ზოგისთვის ოცნება პარიზია, ზოგისთვის კი უბრალოდ სიცოცხლე.