ავტორი: სალომე ნიკოლაშვილი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ბიჭი: ალექსანდრე,
გოგო: ევა,
ბიჭი: იქნებ გვეცეკვა?
გოგო: სიამოვნებით.
ბიჭი: არ მეგონა, ასე ადვილად თუ დაგითანხმებდით!
გოგო: ცეკვაზე უარის თქმა უნიჭო ჯესტი იქნებოდა, მაშინ როცა მეც ძალიან მინდოდა ცეკვა, თან თქვენი თვალები…
ბიჭი: დიახ გიმზერდით,
გოგო: მთელი საღამოა, მიმზერთ. მგონი მომნუსხეთ!
ბიჭი: დამაფიქრეთ და თავს არ ვაპატიებდი , არ მოვსულიყავი , ცეკვა არ შემომეთავაზებინა და თქვენც დამთანხმდით.
გოგო: მგონი სწორად მოვიქეცი!
ბიჭი: სახლამდე მიგაცილებთ!
გოგო: სიამოვნებით დაგემგზავრებით.
ბიჭი: დილა მშვიდობისა!
გოგო: უკვე მშვიდობიანი დილაა. გული უჩვეულოდ გამალებით მიცემს და ისევ შენი თვალები…
ბიჭი: ყველაფერი მზადაა. სახლშიც გველოდებიან. ხელს მოვაწერთ. მე და შენ, მეჯვარეები… გავიღიმებთ და ერთი ფარატინა ფურცლის წყალობით, ერთის ნაცვლად ვიქცევით ორად.
ლხინი ვიწრო წრეში, მომღიმარი სახეებით სავსე სახლი, ჭიქების ჭახა-ჭუხი, მორცხვად მჯდომი ახლადდაქორწინებულნი. ბედნიერების ცრემლებს ჩუმად რომ იწმენდს დედა. მამა მხარზე ხელის დადებით რომ ამხნევებს. ბევრი სადღეგრძელო. ბედნიერებით გამოწვეული სიხარული სათქმელშიც რომ უნდა ჩაატიო და ჭიქა ღვინოც ბოლო წვეთამდე დაცალო, ისე ხიბლი არა აქვს. სულ წყალში ჩაგიყრიან მაღალფარდოვან გამონათქვამებს და გულიდან ამოსულ სიტყვებს. ვსვამთ ბოლომდე. გულის წასვლამდე, ღონე მიხდამდე, ფეხის არევამდე და იქამდეც მივდივართ , მეორე დღეს არაფერი არ გახსოვდეს და იმ უგონობის ამბებს ამავე ლხინში შენს გვედრით მყოფი მეუღლე სიამოვნებით და ხალისით გიყვებოდეს.
ბევრი ცეკვა, სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, ახლადდაქორწინებულნი, მათი მეჯვარეები, ევასა და ალექსანდრეს მშობლები, ახლო ნათესავები და მეგობრები. მჭევრმეტყველი თამადა. უკვე სასიამოვნოდ დაღლილია საზოგადოება.
ევა და ალექსანდრე ერთი კვირით წავიდნენ საქორწინო მოგზაურობაში.
უკან დაბრუნებულნი ცხოვრების ყოველდღიურ სასიამოვნო რუტინაში ჩასაბმელად ემზადებიან,რასაც ოჯახური ცხოვრება ჰქვია.
ალექსანდრე სამსახურში მიდის.
ევა მომავალი დიასახლისია, ასეთი პირი უჩანს, მის როლს, ახლადშექმნილ ოჯახში.
ის ფარატინა ქორწინების მოწმობაც დააბინავეს კარადის რომელიღაც უჯრაში.
ევა და ალექსანდრე, ალექსანდრეს მშობლებთან ცხოვრობდნენ.
ახლა უკვე ცალკე ცხოვრობენ.
ევა უკვე დიასახლისია.
ალექსანდრე მუშაობს.
პირველი ბავშვის სიხარულით გამოწვეული ბედნიერება, ენით აუწერელია.
მერე იყო მეორეც.მეორედ განცდილი ბედნიერება…
დედა დიასახლისი,
მამა მუშაობს,
მათი შვილები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან…
ევა ოცნებობდა მწერალი გამხდარიყო. ბავშვობაში ნოველებსაც წერდა. მერე ყველაფერი შეიცვალა. კიდევ ბევრ რამეზე ოცნებობდა. ახლა თუ ღრმად დააკვირდებით და თვალებში უფრო მეტად ჩახედავთ , მიხვდებით რომ იყო დიასახლისი, ორი შვილის დედა და მეუღლე, ქალის მაქსიმალური შესაძლებლობების ზღვარი ნამდვილად არ არის. და მას უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა და სურვილი ჰქონდა, თუმცა ევასთვის ყოველდღიურობად ქცეულ საოჯახო საქმეების, ბავშვებისა და მეუღლის მოვლით გამოწვეული ბედნიერება იმდენად დიდია, ამაზე უკვე ვეღარ ფიქრობს.
ევა ოცნებობს, მისი შვილები იყვნენ ბედნიერები და წარმატებულნი. ამ გზაზე კი შვილებს განუხრელად შეუწყობს ხელს. ალექსანდრე მუშაობს, ოჯახს მატერიალური პრობლემები არასოდეს ჰქონია. მაგრამ მისი თვალები…
მისი თვალები აღარ არის ისეთი მომზირალი, ევას განსაკუთრებულ მზერად რომ ეჩვენებოდა მაშინ, აი მაშინ კრძალვით რომ უცქერდნენ ერთმანეთს…
ხშირად ისე გადის დღეები, ერთმანეთისთვის არაფერი აქვთ სათქმელი.ჩუმად არიან, გეგონებათ არც იცნობენ ერთმანეთს.არ ხუმრობენ, არ იცინიან ერთდ. ევას ერიდება ალექსანდრეს გვერდით შილიფად ჩაცმა, ის მკაცრი მზერით ანიშნებს ხოლმე, რომ მოიცვას რამე. ბავშვებს მიხედოს, საუზმე, სადილი, ვახშამი მუდამ მზად ჰქონდეს. მისი მეგობრების თანდასწრებით იყოს მორიდებული და თავშეკავებული. ქმარს სიტყვა არასოდეს შეუბრუნოს., თვალები დახაროს როცა ესაუბრებიან. მადლობელი უნდა იყოს რომ დედამთილ-მამამთილთან ერთად არ თანაცხოვრობს. “მორჩილი ცოლის ” და “მორჩილი რძლის” როლის მორგება ერთდროულად არ მოუწია. ის მხოლოდ ქმარს ემორჩილება “ასეთი ფუფუნება” დასაფასებელია მისი მხრიდან. ალექსანდრეს სიტყვა ოჯახში კანონია და ევაც ყველა მის სურვილს უყოყმანოდ ასრულებს.
და მისი თვალები…
ევა იმედს არ კარგავდა და კრძალვით უცქერდა თვალებში ალექსანდრეს, იქნებ იგივე მღელვარება ეგრძნო, რაც წლების წინ, იმ ცეკვის დროს იგრძნო უცნობი ბიჭის მიმართ. მაგრამ არაფერი მსგავსი, მხოლოდ სიცარიელე.
როცა, სინანული გვიანია, უბედური ქალის იმიჯის შექმნას, სჯობს არახდენილი ოცნებებით გამოწვეული სევდა სათნო ღიმილის ნიღბით დამალო, სხვების დასანახად მაინც. არ ეგების მეზობლებმა დაზაფრული სახით მოარული გიხილონ. ჩვენთვის ხომ, ის უფრო მნიშვნელოვანია თუ რას ფიქრობს ხალხი, ვიდრე ის, თუ რას გრძნობ თავად შენ. მაშინ, როცა შენი ყალბი სათნო ღიმილის უკან, მაინც ვერ მალავ სევდას და თვალებში ყველაფერი გემჩნევა, ევა!
ვერ ხედავ, მთელი კვირის მანძილზე სახლიდან არც კი გასულხარ, სარკეშიც იშვიათად იხედები. არ გაინტერესებს რა გაცვია, გიხდება თუ არა. ინსტიქტურად აკეთებ ქმრის მიერ შენთვის დავალებულ საქმეებს და მორჩიულად ასრულებ მის ყველა მოთხოვნას. ის მოითხოვს იყო მორჩილი მეუღლე. თუმცა ამის საშუალება შენ მიეცი.არასოდეს გითქვამს რა გინდოდა, მუდამ მისი სურვილების ასრულებით იყავი დაკავებული. შენი განცდების, ემოციების, ოცნებებიის შესახებ არასოდეს გისაუბრია. მხოლოდ საოჯახო საქმეები, ქმარი და შვილები. სხვის სურვილებს ასრულებდი, მაგრამ შენი პიროვნება უგულებელყავი.
იმ მშვენიერ დღეს, როცა ქორწინების მოწმობის ფარატინა ფურცლით ხელში ერთმანეთის მხარდამხარ იდექით, გაუბედავი, მორცხვი ახალგაზრდები, ერთმანეთს თვალებში უყურებდით, დიდხანს უყურებდით, თქვენს გარშემო ვერავის ამჩნევდით, მგონი მაშინ გამოგრჩათ რაღაც, რაღაც გამოგეპარათ, იქნებ ის ცეკვა იყო შეცდომა?!
ხო, მისი თვალები, მესმის იყო აღტკინება, გულის აჩქარება, სიმპატია, სურვილი იმისა რომ ეს ცეკვა არასოდეს დასრულებულიყო, მაგრამ თქვენ არ იცნობდით ერთმანეთს. ცეკვის დროს თვალებში ხანგრძლივი ცქერით, მთელი ცხოვრება ერთი მიმართულებით საცქერ ასპარეზად ვერ გარდაქმენით, ასპარეზად, რომელსაც ორი ადამიანი სწორად აღებული გეზსვლით მიუყვება და თანდათან აანალიზებს, არჩეული გზის სისწორეს. აღიარება ძნელია, თუმცა არც თავის მოტყუება იქნება მისაღები საქციელი თქვენი მხრიდან.
დიასახლისი ამბობს ცხოვრება ყოფილა ასეთი და მეც იძულებული ვარ სხვისი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი ვიყო, რომელიც ვერ ბედავს საკუთარი ემოციები, სურვილები, გრძნობები ხმამაღლა გამოხატოს. ხმამაღლა სიცილიც კი არ შეუძლია!
ალექსანდრე მამაა , იგი მუშაობს!
ევა დედაა, ის დიასახლისია!
მუდამ საშინაო ფორმაში, სამზარეულოს წინსაფრით, ერთი და იგივე ვარცხნილობით, უმაკიაჯოდ! ჩაფიქრებული, შორს მიმავალი , ღრმა ფიქრებში გადავარდნილი სევდიანი თვალებით გიმზერს როცა გესაუბრება და მაშინაც კი როცა მარტოა ასეთი სევდანარევი, ჩაფიქრებული სახე აქვს. ევა ამას ვერასოდეს შეამჩნევს, სარკეში იშვიათად იხედება და თუ ჩაიხედავს, მაშინაც თვალს შეავლებს მთლიანობაში საკუთარ სხეულს და ესაა.
ის ხომ მწერლობაზე ოცნებობდა, რატომ ვერ ახერხებს მოქმედი დიასახლისი, სახლში საკუთარი კუთხე მოაწყოს და დაიწყოს მუშაობა. საკუთარი თავის აღსადგენად, შესაძლებლობების წარმოსაჩენად… რატომ?!
თვითშეფასება ნულის ტოლია. მას ჰგონია რომ ვერაფერს შეძლებს, გარდა იმისა რომ საოჯახო საქმეები აკეთოს, ქმარსა და შვილებს მოუაროს.
ალექსანდრე! განა ასეთი ცოლი გჭირდებოდა, რომელიც საკუთარი თავის ფასს დაკარგავდა და ახლა, დიახ ახლა, რომ შესთავაზო ცეკვა სასიამოვნო მუსიკის ფონზე, ფეხსაც ვერ წასდგამს შენსკენ წამოსასვლელად. მაშინ როცა ერთად თანაცხოვრების პერიოდმა ძალიან დაგაახლოვათ, ის მაშინ უფრო გაბედული იყო , წლების წინ სრულიად უცნობ ბიჭს რომ ეცეკვებოდა კრძალვით.
იქნებ დაფიქრდე შენს პიროვნებაზე და ამის ფონზე ევას პიროვნულ დეგრადაციაზე, ის ხომ შენი არასწორი ქმედების შედეგია?!
ნუთუ, გვერდით მორჩილი, თავდახრილი და უემოციო მეორე ნახევარი გჭირდებოდა , თავი იდეაურ და სრულყოფილ მამაკაცად რომ გეგრძნო?!
დამიჯერე, ქალი რომელიც რეალიზებული, თავდაჯერებულია და ამავე დროს საკუთარი მეორე ნახევრის მიმართ პატივისცემითაა განმსჭვალული, ასეთი ქალი კიდევ უფრო მეტად გაგრძნობინებდა თავს იდეალურ ადამიანად.შენ უფრო მეტად სრულფასოვანი გახდებოდი ასეთი მეუღლის გვერდით. რატომღაც ამაზე არ გიფიქრია?!
საწყენია, საყვარელი ადამიანი, რომელმაც, პირველივე დანახვისთანავე მოგნუსხა და მასთან ერთად გადაწყვიტე გამხდარიყავი ერთის ნაცვლად ორი, ახლა როგორი დაბეჩავებულია.
ადამიანი მთელი ცხოვრება დაკარგული მეორე ნახევრის ძიებაშია.
შენ იპოვე შენი დაკარგული მეორე ნახევარი, თუმცა ერთდ ცხოვრების მანძილზე არ იყო ურთიერთგაეგბა, ურთიერდამოკიდებულება, ურთიერთპატივისცემა, “ურთიერთის” ნაცვლად იყო მხოლოდ “ერთი”და ის ერთი შენ ხარ, ვის გარშემოც ტრიალებს მთელი ოჯახი.
ევა კარგი დიასახლისია,
მაგრამ არ შეუძლია იყოს სრულყოფილი ქალი. მას დაბალი თვითშეფასება და კომპლექსები აწუხებს.კომპლექსები იმისა ,რომ ლამაზი და მიმზიდველია. შეუძლია იყოს საქმიანი. ღიმილიანი, გაიშალოს თმები და უბრალოდ გარეთ გავიდეს, არა მარკეტში საკვების შესაძენად, არამედ გაისეირნოს, დაისვენოს. ხალხთან ურთიერობა სჭირდება. მეგობრებათან შეხვედრა, რომლებიც აღარ ჰყავს,
ის არის, ალექსანდრე, მათი შვილები და ის ფარატინა ქორწინების მოწმობა.
ის სიამოვნებით დაგემგზავრა ცხოვრების გასალამაზებლად და არა მხოლოდ შენს მიერ შეთავაზებული გზის მორჩილად გასავლელად , რომელმაც აქამდე მიიყვანა, შენ ალბათ ვერც კი გაიხსენებ ბოლოს როდის ჩახედე ევას თვლებში, თორემ აუცილებლად შეამჩნევდი როგორ გარდაიქმნა შენთან თანაცხოვრების მანაძილზე, ის მომხიბვლელი გოგონა,პირველი ნახვისას თვალს რომ ვერ აშორებდი, ფსიქოლოგიურად სუსტ არსებად.
ალბათ მაშინ, შენთან ცეკვის შეთავაზებაზე პირველივე თანხმობა არ აპატიე. უყურადღებოდ უნდა დაეტოვებინე, არ უნდა გამოგლაპარაკებოდა, მერე ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ალბათ ის ცეკვაც შეცდომა იყო!
დარწმუნებული ვარ არც შენ მოგწონს ასეთი ქალი, თუმცა ამ ფაქტის აღიარება შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. შეგედების გამოსწორების მცდელობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
არც მე მომწონს ასეთ ქალი. მორჩილი და მექანკური არსება.
არც ევას მოსწონს საკუთარი თავი!
არც მეგობარს მოსწონს ევა!
არც მეზობელს მოსწონს ასეთი ქალი!
საზოგადოებავ, არც შენ მოგწონს ასეთი ევა!