თუ გიყვარს წერა, მოგზაურობა და თავგადასავლები, Lonvely Planet გაძლევთ არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იმოგზაუროთ აშშ-ში და დაწეროთ საგზაო თავგადასავლების შესახებ.
კონკურსში გაიმარჯვებს მხოლო 3 მონაწილე, რომელსაც დაუფინანსდება ორმხრივი მგზავრობა, ტური ამერიკის გარშემო და ტრენინგები.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
ალბათ, ამერიკულ ფილმებში ხშირად გინახავთ ე.წ. Road Trip და გიოცნებიათ ქვეყნის გარშემო თქვენც მოგეწყოთ მსგავსი სამოგზაურო ტური. ახლა კი გაქვთ შესაძლებლობა იმოგზაუროთ მთელი ქვეყნის გარშემო და ეს მოგზაურობა აღწეროთ.
მონაწილეობისთვის აუცილებელია:
- იყოთ სტუდენტი, არაპროფესიონალი მწერალი და მოგზაურობის მოყვარული
- შეგეძლოთ ინგლისურ ენაზე მაღალ დონეზე წერა
- იყოთ მინიმუმ 18 წლის
პროგრამა მოიცავს:
- სამდღიანი კურსს თემაზე, როგორ უნდა წეროთ მოგზაურობის დროს. კურსს ჩაატარებს National Geographic-ის ერთ-ერთი პროდიუსერი,ტელეწამყვანი მოგზაური და მწერალი John Vlahides
- 10-დღიანი ტური აშშ-ის გარშემო + 3000 დოლარი სტიპენდია, რომელიც განკუთვნილი ტურის დროს კვების, ტრანსპორტის,საცხოვრებლისთვის და სხვა ხარჯებისთვის
- ორმხრივი მგზავრობა
- დაზღვევა ტურის განმავლობაში
კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა დაწეროთ ესე თქვენი საყვარელი ადგილის ან სამოგზაურო თავგადასავლის შესახებ და სამოტივაციო წერილი, რატომ უნდა აგირჩიონ ორგანიზატორებმა.
დედლაინი: 27 მაისი
დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და საკონკურსო ნამუშევრი შესახებ იხილეთ აქ.