ავტორი: ანა ურუშაძე
თსუ-ის სტუდენტი
დაწყება ყოველთვის რთულია, მე თუ მკითხავთ, დასრულებაზე მეტადაც… როცა ასრულებ, იცი, რომ ასე იყო საჭირო და დასრულდა კიდეც, როცა იწყებ მაშინ ბევრი შიში იყრის თავს ერთად… თუ ღირს დაწყება, ან საერთოდ გაგრძელდება კი?
რადგან ვისწავლე, რომ ყველაზე ნაკლებად, სწორედ, შიშის უნდა გეშინოდეს, მეც უშიშრად გადავშლი ცხოვრების კიდევ ერთ ფურცელს და ხმაურიანად დავიწყებ… ხმაურიანი გურული ვარ, ამ აზრს თავიდანვე შეგაჩვევთ, ისე კი შეგუებას მე თვითონაც ყველაზე მეტად ვერ ვეგუებიი! უბრალოდ, მარჯვენა ფეხს შემოვდგამ თქვენეულეთში და იმედით, რომ გულთბილად მიმიღებთ, დავიწყებ.
მე ოცი წლის ვარ. მეოცე გაზაფხულს ვხვდები და ოცი თუ არა 15 წელი მაინცაა რაც ზუსტად ვიცი რომ ჟურნალისტობა მინდა..კიდევ საკურას ყვავილობის ნახვა მინდა ძალიანზე მეტად ძალიან..ოღონდ იაპონიაში კი არა, საქართველოში, ჩემს ყველაზე ყვავილობამონატრებულ სამშობლოში… ჟურნალისტობა მინდა… სურვილების სხვა სიას კიდევ მოგვიანებით მშობლებისთვის შემოვინახავ…
კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ლეპტოპით ხელში, ჩათვლემილ დედაჩემს დავადექი და ამაყად, გადაჭრით განვუცხადე რომ ბლოგერი უნდა გავმხდარიყავი. თავიდან არ ამომდის დედაჩემის ნამძინარევზე მეტად შეშფოთებული მზერა, ერთხანს, გაკვირვებული რომ მიყურებდა და მერე კიდევ გადაიხარხარა, ისეთი ემოცია გამოხატა, ალბათ, ნატოში რომ მივეღეთ ამაზე მეტად არც გაუხარდებოდა.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მაპის რა მოგახსენოთ, მაგრამ იმ დღეს, რჩევა-დარიგებათა დიდი ნუსხა კი მივიღე პატივცემული დედისაგან. კიდევ ერთხელ, ლექციას რომ მიკითხავდა ცხოვრების სისასტიკესა და ჩვენი არსებობის ამაოებაზე, თუმცა უგულოდ ვუსმენდი. ალბათ, ალბათ, არა სწორედ იმიტომაც რომ ყველაზე კარგად მე ვიცნობ და ვიცი რომ ისიც ჩემნაირია, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და სწამს რომ ჩვენ-ადამიანებს ყველაფერი შეგვიძლია. დაე, ხმამაღლა ჟღერდეს. დიახაც, მე მწამს ადამიანების ყოვლისშემძლეობის.
მხოლოდ, ფორმალურად, დედის სტატუსი აიძულებდა ქეთის ენერვიულა ჩემზე, ისიც გარეგნულად, რადგან ბოლოს მაინც ხელი ჩაიქნია და ‘რაც გინდა იის გიქნია, მე ხომ მაცნ არ მომისმენ, მამაშენს დაემსგავსე ასეთი ჯიუტიო“ ამ ნაცნობი სიტყვებით გამომემშვიდობა. მამას კი ვგავარ ისე, მაგრამ ამაზე მოგვიანებთ, ახლა კი, ილიასი არ იყოს, თავიდანვე ჩემი თავის გაცნობით, მიგახვედრებთ რა “ჯურის კაცთან” გექნებათ საქმე.
ოპტიმისტი რომ ვარ უკვე გაიგეთ, კიდევ რეალისტიც ვარ პარალელურუ რეჟიმში, გასაკვირია , მაგრამ რეალისტი ოპტიმისტი ვარ, ხმაურიანი რეალისტი, ქოთქოთაც და სულფორიაქაც, თუმცა იმის რწმენით, რომ ჩვენ შეგვიძლია შეცვლა, ჩვენ შეგვიძლია უკეთესობა, ჩვნე ვაღწევთ და მივდივართ, წინ და მაღლა, სულ მაღლა.
ამის მჯერა და ბლოგერობაც ამიტომ მომწონს. არანაირი წინასწარ დაგეგმილი სტრუქტურა, არანაირი საზღვარი მოოსაზღვრედ, არანაირი წინადათქმა, აქ გრძნობ და წერ, წერ და ცვლი, ამბობ, აკეთებ. ყველაზეემტად ინერტულობის მეშინია, ქიმიამაც შემაძულა ინერტული ნივთიერებები და მითუმეტეს ადამანების ინერტულობას ვერ ვეგუები. მიწის უბრალო ქმნილებანი ვართ და ქმედებით, სიტყვით, ფიქრით მაინც გავხდეთ ბრალიანნი.
მომავალზე იშვიათად ვფიქრობ, არა ფატალისტი არ ვარ, თუმცა დაგეგმილი და წინასწარ გათვლილიც ბევრი არაფერი მიყვარს. ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ ცურვისთვისაც მზად ვარ, თუმცა ჯერ ცურვას ვისწავლიი და… მინც ზოგჯერ შემომეფიქრება ხოლმე მომავალზე, ისეთზე, სწრაფი ტემპით რომ მოიწევს ჩემკენ… და მე დიდი გოგო ვარ, ჩემი განუყოფელი იასამნისფერი “მაკბუკით”, ვწერ, ვამბობ, ვხმაურობ, ქართველი ვარ და ჩემს იასამნისფერ ‘ხოჭოში’ მჯდარი ხშირად ვფიქრობ ხოლმე არაიასამნისფერ ცხოვრებაზე..თუმცა ისევ სტუდენტი ვარ, უბრალო სტუდენტი რომელსაც ბლოგერობანა უნდა.
სწორედ, ამიტომაც, ამიტომ უნდა წაიკითხოთ ჩემი ბლოგები, რადგან გპირდებით, რომ ვიტყვი სიმართლეს, ჩემეულს, ვიქნები ყოველთვის ანა და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გაგიზიარებთ ჩემეულ ხედვებს. მეტისმეტი ‘ჩემი’ რომ არ ჩანდნეს, დავძენ, რომ ეს არ არის რეკლამა, ეს უბრალოდ ჩემი ჟურნალისტური ფიცია, რომელსაც ჰიპოკრატესავით გავუფრთხილდები და ერთს, ყველაზე დარწმუნებით დაგპირდებით. არცერთი ბლოგი არ მექნება იასამნისფერობის გარეშე.
ახლა კი მომავალ იასამნისფერობამდე, წავედი, პირველ კრიტიკოს დედას უნდა ვუჩვენო ჩემი ბლოგი.