ავტორი: სალომე საგინაშვილი
GIPA-ს სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. აბიტურიენტთა დიდ ნაწილს, უკვე აქვს გადაწყვეტილი რომელი უნივერსიტეტის სტუდენტობა სურს, ზოგი კი ისევ ფიქრის პროცესშია მიუხედავად იმის, რომ არჩევანი გააკეთა. საგულისხმოა, რომ უნივერსიტეტების რიგითობის შეცვლა აბიტურიენტებს აპელაციამდე შეუძლიათ, რაც დამატებითი პლუსია მათთვის. განათლებისა და მეცნიერების სამინტროს სტუდენტების მსურველთ რამდენიმე სიახლეს სთავაზობს და ასაჯაროვებს, რომ უნივერსიტეტში მოხვედრის მსურველთა რიცხვი 40.000 მეტია, ხოლო თავისუფალი ადგილიც, თითქმის ამდენივე.
[spacer style=”1″ icon=”none”]
ხშირად საუბრობენ, რომ კერძო უნივერსიტეტების ფასები საგანგაშოა, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტები ყველას ვერ დაიტევს. აბიტურიენტები ამ ფაქტის ირგვლივ კომენტარებს აკეთებენ. უმეტეს მათგანს სწორედ კერძო უნივერსიტეტი უწერია პირველი.
მაგდა საგინაშვილი საგარეჯოში ცხოვრობს. პრიორიტეტად თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკლუტეტი აირჩია. როგორც თავად ამბობს, ოთხ საგანში დადის რეპეტიტორთან, ხოლო მეოთხე, დამატებით საგნად, ლიტერატურის ჩაბარება გადაწყვიტა:
„პრიორიტეტად თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკლუტეტი ავირჩიე და ვთვლი,რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მომწონს საზოგადოებრივი ურთიერთობები, სოციოლოგია. ჩემი ფაკულტეტი მთლიანად ჩემი სურვილების შესაბამისია. ამ უნივერსიტეტის შესახებ ყოველთვის ბევრი მსმენია და მომწონდა ამის გამოც. სექტემბრიდან სულ ვცდილობ სიახლეები გავიგო მის შესახებ, ამიტომ გაცნობით პროგრამებზე ვყოფილვარ. ვთვლი,რომ ფასს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც სამომავლო პროფესიასა და უნივერსიტეტს ირჩევ. ჩემი ფაკულტეტი თავისუფალ უნივერსიტეტში 6950 ლარი ღირს, თუმცა ცოდნის ფონდის 2900 ლარიანი გრანტი ყველა სტუდენტისთვის დიდი შეღავათია. მიმაჩნია,რომ რაც არ უნდა ძვირი იხადო სწავლაში, ეს ფული დაკარგული მაინც არასდროს იქნება“.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
შოთიკო კომლაძე ქუთაისიდანაა. როგორც თავად გვიყვება, დამატებით საგნად გეოგრაფიის ჩაბარება გადაწყვიტა: „ოთხივე საგამოცდო საგანში ვემზადები: ქართული, უნარები, ინგლისური, გეოგრაფია. საქართველოს უნივერსიტეტი მიწერია პირველი,, მაგრამ შავ ზღვასაც ვფიქრობ 50% -50%- ზეა, რომელს ავირჩევ წლის ბოლოს. ჩემი მეგობრები სწავლობენ აქ და ვფლობ ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც ამ ეტაპზე ჩემთვის ყურადსაღებია. სიმართლე გითხრათ, ფაკულტეტების ძიებაში დიდი დრო არ დამიხარჯავს , ჟურნალისტიკა მაინტერესებს და მინდა ვისწავლო ამ ფაკულტეტზე. როდესაც სარეგისტრაციო ფორმა სვავსებდი, ლოგიკურია, ფასებს მივაქციე ყურადღება“.
ნატო ამირეჯიბი თელაველია. მან პრიორიტეტი GIPA-ს სოციალურ მეცნიერებებს მიანიჭა და თავის გადაწყვეტილებაში სრულიად დარწმუნებულია. ნატო ხუთ საგანში ემზადება და ყველაფერს აკეთებს, რათა სასურველ უნივერსიტეტში მოხვდეს: „5.000 სულაც არ არის დიდი თანხა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სწავლას ეხება. GIPA-ს სწავლების მეთოდებსა და გარემოზე ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომელიც წინა წელს აბარებდა ამ უნივერსიტეტში. ვფიქრობ, GIPA დღეს საუკეთესო უნივერსიტეტია საქართველოში“.
შოთიკო ანთელიძე თბილისელია. მას აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატრო აკადემიის სტუდენტობა სურს: „ ვემზადები 4 საგანში და ვაბარებ 5 -ს. პირველი მიწერია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატრო აკადემია, ფაკულტეტი – არქიტექტურა. აარქიტექტურით დავინტერესდი 14 წლიდან, კომპიუტერით ვქმნიდი პატარა არქიტექტურულ ნამუშევრებს, ვხატავ კიდეც. როდესაც ამ უნივერსიტეტის შესახებ მითხრეს, გადავავლე თვალი, ყველაფერი განვიხილე და მივიღე გადაწყვეტილება. ფასსებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. მთავარია, მოვხდე იქ სადაც მინდა“.
ანი მგელიაშვილი თბილისში ცხოვრობს. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ: „ამდენმა უსამართლობამ მიბიძგა, სამართალზე ვისწავლო. თსუს სამართალი მიწერია პირველი. ამ უნივერსიტეტს პიარი არ სჭირდება, მისი სახელი ისედაც ყველამ იცის. ფასებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მთავარია ვისწავლო იქ, სადაც მინდა“.