საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათში სტუდენტების რიცხოვნობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მონაცემების მიხედვით, 2014 -2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 73 კერძო და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ირიცხება. მათ შორის: 20 სახელმწიფო და 53 კერძო სასწავლებელია.
თუ საქსტატის გასული წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, უმაღლესების მატების ტენდენცია 2013 წლიდან შეიმჩნევა. კერძოდ, 2013-2014 წლისთვის ქვეყანაში 63 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება იყო, 2012-2013 წლისთვის კი 57.
სტუდენტთა რაოდენობა 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 124 223 იყო. მათ შორის: 86247 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო 37976 კერძო დაწესებულებებში ირიცხებოდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სტუდენტების რაოდენობა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სასწავლებლებში 2013-2014 წლისთვის 117 710-ს შეადგენდა, ხოლო 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 109 553 იყო.
რაც შეეხება ციფრს, რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა რეგიონების მიხედვით, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში 2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 9 სახელმწიფო და 37 კერძო დაწესებულებაა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker]
რეგიონების მიხედვით სასწავლო დაწესებულებათა რაოდენობა ასე გამოიყურება:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასწავლებელი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს არის 1.
რაც შეეხება გურიას, ამ რეგიონში უმაღლესი სასწავლო დაწესებულება არ ფუნქციონირებს.
ოფიციალურ მონაცემებში ასევე გასაჯაროებულია ის ციფრი, თუ რამდენი ქალი სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა წლებში. ასევე, როგორია მონაცემი დღის, საღამოსა და დაუსწრებელ სწავლების სახეებზე, თუმცა 2009-2010 სასწავლო წლის შემდეგ ასეთი მონაცემი არ იძებნება, რადგან სწავლება საღამოსა და დაუსწრებელ ფაკულტეტებზე აღარ მიმდინარეობს.
ქეთი არის© გიგოლაშვილი