ავტორი: ანი ბოჭორიშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ლურჯი ოთახი… სულ სულ ლურჯი, უფანჯრებო… და ერთი გოგო, ტანმაღალი, გრძელთმიანი, საოცრად მომხიბვლელი…
ისევ ლურჯი ოთახი, ,,ხრუშოვკის’’ ბოლო სართულზე, ესეც უფანჯრებო… მისი ბინადარი ჰაჰა 33 წლისა თუ იქნება… ყველგან ლურჯი ოთახი და მარტოობა…
მარიამს სახლიდან გასვლა ეზარება. თეთრი ოთახი თვალებს სჭრის, ფანჯრები არ უყვარს. როდესაც ანისთან მიდის, მის ოთახში ჩამოკიდებული ვარდისფერი ფარდა ნერვებს უშლის, იქაც ლურჯ ოთახს ეძებს და შემდეგ ანისაც ივიწყებს. ამ ოთახში უფრო მეტი ანია- ანკა, ანუშკები, ანუკი, ანუკე… და ვინ იცის კიდევ რამდენი. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, მას დათკას, ლეკოსა და ალექსიც იქ ყოფნა უფრო ახალისებს.
დაღამებადე ლურჯ ოთახშია, საოცრად მოსწონს ასეთი მარტოობა და თან იმის შეგრძნება, რომ მის ოთახში ბევრი ანუკი და დათკაა… ლურჯ ოთახში ყველასა და ყველაფრის ადგილია, გარდა წიგნებისა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ წელს უკვე მეორედ გადის ეროვნულ გამოცდებზე, ლურჯ ოთახს კი კვლავ ვერ მოსცილებია. მარიამს სწამს, რომ ღმერთი სამობითაა და მესამე ცდაზე ნამდვილად ჩააბარებს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
მარიამი ლურჯი სამყაროდან თეთრში ხანდახან საკუთარი სურვილითაც გადადის. როდესაც ანუკებისა და დათკების უკეთ გაცნობა და მათი სახის თეთრ შუქზე ნახვა აინტერესებს. თუმცა, ამ დროს ის ყოველთვის შავ სათვალეს ატარებს და ლურჯ ოთახში მომხდარ ამბებს იხსენებს.
ანი ცდილობს, ლურჯი ოთახი სალათისფრად გადაღებოს, თუმცა, ვერ ბედავს. სილურჯე მასაც ხშრად სჭირდება. მარიამის ლურჯ სივრცეში მისი და-ძმის, დედის, ბებიის, რძლისა და ძმისშვილების ადგილი აღარ რჩება. ამიტომ, ყველა იძულებულია, ერთ პატარა თეთრ ოთახში იცხოვროს. იქვე, ლურჯის გვერდით.
მარიამის მეგობარი ნიკოლოზი კი, ლურჯ ფერს საერთოდ ვერ იტანს. ლურჯ ოთახში წელიწადში ერთხელ თუ შეიხედავს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ 19 წლის ასაკში ის საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია. მისი ოთახი სალათისფერია და ეს მის ხასიათზეც აისახება. ერთხელ ტელევიზორში ამბობდნენ, ეს ფერი აწყნარებსო. მარიამსაც ამიტომ უნდა ოთახის კედლების გადაღებვა, თუმცა ვერ გაუბედავს.
მარიამის მსგავსად, ბერვს მოსწონს ლურჯი ფერი. უკვე რამდენიმე წელია, ეს ფერი მოდიდან არ გადადის. არა, ცოტა კი გაიცვითა, მაგრამ მაინც ,,ძერსკულია’’.
ლურჯი ოთახის კედელზე ხშირად ჩნდებიან ადამიანები, შემდეგ ისევ ქრებიან და მათს ადგილს სხვები იკავებენ…
მარიამი ახლაც ლურჯ ოთახშია. ოთახის მარჯვენა კედელზე ხალხს ათვალიერებს, ჯოკრის სათამაშოდ უნდა მოიწვიოს. თვითონ invisible რეჟიმი აქვს ჩართული და muse-ს ,,supremacy’’-ს უსმენს. მის გვერდით, თეთრ ოთახში ალექსანდრეს დაბადების დღეს ზეიმობენ. მარიამის ძმისშვილი 2 წლის გახდა. დაბადების დღის აღსანიშნავად, მარიამის მამა საბერძნეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მის უფანჯრებო ოთახში ხმაური ვერ აღწევს. არც ალექსანდრეს დაბადების დღე ახსოვს, რადგან ის ლურჯი ოთახის წევრი არ არის. ან როგორ უნდა ახსოვდეს, ლურჯი ოთახის მარჯენა ზედა კუთხეში event-ები ხომ ამის შესახებ არ აფრთხილებს.