ავტორი: მარიამ ნებიერიძე
ილიაუნის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში, ბევრმა სოციალურმა თუ პოლიტიკურმა პრობლემამ იჩინა თავი,თუმცა, კვლავ აქტუალურ თემად რჩება საქართველოში წიგნიერების დონე. ამ საკითხს წლების განმავლობაში უამრავი უცხოური თუ ქართული ორგანიზაცია იკვლევს. სამწუხაროდ, საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქართველოში წიგნიერების დონე საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ 2006-2011 წლების ჩათვლით, წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში, საქართველომ საგანგაშო შედეგები აჩვენა. ის კვლევამ (PIRLS), რომელიც მე-4 კლასელ მოსწავლეებში წაკითხულის გააზრებასა და შინაარსის
გადმოცემის უნარს აფასებდა, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან საქართველო 37-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდ (PIZA) საქართველოშიც. 80 ქვეყნიდან ჩვენი ქვეყანა 75 ადგილას აღმოჩნდა, (PIZA) ამოწმებდა რამდენად შეუძლია მოსწავლეს სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
დღესდღეობით, ამ კვლევების შედეგებთან დაკავშიებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო აცხადებს, რომ უკანასკნელ წლებში ზემოთ აღნიშნული შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა და ასევე, განათლების სამინისტრო ამ კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს საჯარო სკოლებში.
უფრო კონკრეტულად, ჩვენ ვესაუბრეთ განათლების სამინიტროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნატალია ასათიანს:
– როგორ ფიქრობთ კონკრეტულად რა სახის რეფორმები უნდა გატარდეს საქართველოში განათლების დონის ასამაღლებლად?
– 2013-2014 წლებში დაწყებულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების დონის ამაღლებას, დონის ამაღლებაზე ვერ ვისაუბრებთ თუ არ გახდა ზოგადი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამისათვის განხორციელდა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამა, უფასო ტრანსპორტის პროგრამა, რამაც დასწრება სკოლაში 95%-მდე გაზარდა. გადაიხედა
და შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა,აქვე დავძენ ,რომ შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს და ახალი კვალიფიური კადრის სისტემაში შედინებას.
– თქვენთვისაც ცნობილია (PIRLS) სა და (PIZA)ს კვლევები და მისი შედეგები, ამის შემდეგ თუ ჩატარდა რაიმე სახის კვლევა საქართველოში?
– კვლევები არ იყო ადაპტირებული, ამიტომ შედეგები არ იყო სახარბიელო, მომავალში საქართველო ისევ ჩაერთვება აღნიშნულ კვლევებში და ველოდებით შედეგების გაუმჯობესებას.
გამოვკითხე ახალგაზრდებიც. ვკითხე, თუ რა წიგნი წაიკითხეს მათ ბოლოს. პასუხები მრავალფეროვანი იყო: – ” ხშირად
ვერ ვკითხულობ,დრო არ მაქვს” , “დიახ, წავიკითხე, მაგრამ სათაური ზუსტად აღარ მახსოვს”, “თამაში ჭვავის ყანაში”… მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი რესპოდენტებიდან ბევრი იყო “მისალოცი”, რადგან მათ წიგნის პირველად წაკითხვის სიამოვნება მოელით.
საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მოზარდების წიგნთან დაშორება კომპიუტერმა და მრავალმა ინოვაციურმა ტექნიკამ გამოიწვია, თუმცა, ადამიანების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ადამიანებმა უნდა შეძლონ კომპიუტერის და ზოგადად ინტერნეტის სწორად გამოყენება,ის ხომ ძალიან ბევრ კარგ რამეს გვთავაზობს, შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია წამებში მოვიპოვოთ, წიგნის არ ქონის შემთხვევაში, – ვისარგებლოთ ელექტრონული ბიბლიოთეკით. ადამიანებს, ასევე შეუძლიათ, შექმნან თავიანთი ბლოგები, სადაც წერენ ნებისმიერ თემაზე.
რეალობას მოკლებული არაა ის ვარაუდი, რომ საქართველოში განათლების დაბალი დონეა და საგრძნობლად ჩამორჩება ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ ვითარებას, განათლების სამინისტროს კი დიდი იმედები აქვს მომავლისთვის ყველაფერი შეიცვლება და საქართველო წამყვანი ქვეყნების რიგებში ჩაეწერება.