ავტორი: თეონა ნუცუბიძე
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
„სიყვარული ყველა ვნებათა შორის ყველაზე ძლიერია, რადგან ერთროულად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს“.
ალბათ, ყველანი დავეთანხმებით გალაქტიონს, რომ ამ ქვეყნად თვით უკვდავებაც კი არ არსებობს სიყვარულის გარეშე და, მართლაც, ღმერთმა მთელი სამყარო სიყვარულით შექმნა; შექმნა მის „ხატად და მსგავსად“ ადამიანი და უბოძა მას ის დიდი ნიჭი, რასაც სიყვარულის უნარი ჰქვია. სწორედ, ეს არის მისი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ცვლის, ზრდის და ამაღლებს კაცობრიობას.
მნიშვნელოვანია, ადამიანმა ეცადოს დაინახოს სხვისი სურვილი და განიცადოს სხვისი წუხილი, რათა, როგორც ა. სულაკაური გვეუბნება, „გაზარდოს იმის სიყვარული, ვინც მის სიყვარულს ზრდის.“ მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ვერ გრძნობს ან/და ვერ აცნობიერებს იმას, რაც გარშემომყოფთა შინაგან სამყაროში ხდება. იქნებ, სწორედ ამან შეძლოს მისი სულიერი სირთულის მოწესრიგება? – მთავარია, ადამიანმა ამოიცნოს ის იდუმალება, ის გრძნობა, რომლითაც მისადმი არის მეორე ადამიანი განწყობილი, მაგრამ გრძნობა ხშირად ამოუცნობი რჩება!..
თუნდაც, სიყვარულით შევსებული ადამიანი, ხშირად, ვერ ახერხებს მეორეს, მის გვერდით მყოფს ‘მიაწოდოს’ სითბო, გრძნობა, რადგან ის არ აძლევს ამის საშუალებას. შედეგი კი ის არის, რომ მათი ურთიერთობა ბოლომდე ბუნდოვანი და გაურკვეველი რჩება.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
არსებობს მეორე მხარეც – ეს სიამაყეა… ხშირად, პიროვნება ყველაფერზე წინ თავმოყვარეობას აყენებს. მისი გადამეტებული თავდაჯერებულობა ეღობება თვით სიყვარულსაც კი, ავიწროვებს მას და არ აძლევს წინსვლის საშუალებას. ამ დროს, ადამიანს არ შეუძლია დაემორჩილოს გრძნობას; უკვე იმარჯვებს სიამაყე, პატივმოყვარეობა და დიდი სიყვარული ისევ გაუხსნელ, გულის მიღმა დატოვებულ საუნჯედ იქცევა.
გვიყვარდეს ერთმანეთი, რამეთუ, მხოლოდ მას შეუძლია ადამიანი აქციოს ადამიანად!
უარი ვთქვათ სიამაყეზე, რამეთუ, მას მხოლოდ „დაღუპვა“ შეუძლია ჩვენი!