ავტორი: ანა სოლაშვილი
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
რატომ უნდა იყოს, ან არ იყოს, ცხოველთა თავშესაფრები?! – ამ თემაზე, ბევრს დაობენ და შესაბამისად, ყველას განსხვავებული აზრი გააჩნია ამ, საჭირბოროტო, საკითხთან დაკავშირებით.
დღესდღეისობით, თბილისში ბევრი ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაა. ერთ-ერთია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარია. თავშესაფარი დაარსა თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წლის შემოდგომით.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]<P
თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსებულია ოფისი, ვეტერინალური კლინიკა, სარეაბილიტაციო პალატები, სამშობიარო ბლოკი, კარანტინის ბლოკი, სალონი, სასეირნო ტერიტორია, ძაღლის ღია და დახურული ვოლიერები, დათვის ვოლიერები.
თავშესაფარი იფარებს ან ეხმარება:
- პატრონისაგან მიტოვებულ ძაღლებს.
- დაკარგულ ძაღლებს.
- ტრამვირებულ ან ავადმყოფ უპატრონო ქუჩის ძაღლებს.
- მურა დათვებს.
თავშესაფარიდან ხდება ძაღლების გაჩუქება. ამისათვის საჭიროა ოჯახის დანარჩენი წევრების სიტყვიერი თანხმობა, პირადობის მოწმობა და გასაუბრების გავლა თავშესაფარის დამფუძნებელთან ან დირექტორთან.
გაჩუქებულ ძაღლს აქვს უფასო სამედიცინო მომსახურეობა სიცოცხლის ბოლომდე.
პერიოდულად, ხდება გაჩუქებული ძაღლის მონახულება თავშესაფარის თანამშრომლების მიერ. თუ ის არის არასათანადო პირობებში, ხდება მისი დაბრუნება უკან თავშესაფარში.
თავშესაფრის გამართული მუშაობის და უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელია დირექტორი ბ–ნ თემურ მამოევი.
დაარსებიდან დღემდე თავშესაფარის მიერ გადარჩენილი და შეფარებულია 3 000 – მდე უსახლკარო და მიტოვებული ძაღლი, არა ერთი მათგანი კი სანდო ხელშია გაჩუქებული.
დღეისათვის თავშესაფარში 230– მდე სრულიათ ჯანმრთელი და ვაქცინირებული ძაღლი და 5 ქართული მურა დათვია, რომლებიც ორჯერადი სრულყოფილი კვებით და ვეტერინალური მომსახურეობით არიან უზრუნველყოფილი, ყოველი მათგანი ელის ახალ პატრონს.
თავშესაფარის დაფინანსება ხდება მხოლოდ მისი დამფუძნებლის ბ–ნ. თამაზ ელიზბარაშვილის მიერ. სწორედ მისნაირი ადამიანების წყალობით არსებობს ცხოველთა თავშესაფრები და მათი დახურვა და გაუქმება არ შეიძლება. ცხოველებსაც ისევე როგორც ადამიანებს სჭირდებათ არსებობა, იმის გამო რომ მათ არ გააჩნიათ მეტყველების საშვალება სულაც არ ნიშნავს იმას რომ უნდა გავრიყოთ და სულერთი იყოს მათი არსებობა ჩვენთვის, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.