სუნთქვის რიტმებზე შექმნილი ხელოვნება

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

მონიკა კობერიძე სოციალური ქსელის საშუალებით აღმოვაჩინე და გავოგნდი, ამ ადამიანაში იმდენი ნიჭი ვნახე. როდესაც მივწერე,ხელოვან ადამიანებს ვეძებ, ფართო საზოგადოებას რომ გავაცნო მეთქი, გაეღიმა და დაიმორცხვაჯერ ჩემს შემოქმედებას გაგიზიარებ და მერე გადავწყვიტოთ, რამდენად ვარ ხელოვანიო. თვითნასწავლი გოგონა ერთდროულად წერს, ქარგავს, ხატავს, ფოტოებს იღებს და ცდილობს ხელით შექმნას აქსესუარებიც.

10933763_793185844099769_3459748257202375023_n

მოგესალმები მონიკა, მოდი თავდაპირველად გაგვეცანი. რას საქმიანობ?

– მოგესალმები, მე ვარ მონიკა კობერიძე.  საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის  უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი ფსიქოლოგი გახლავართ.

პირადად ჩემთვის საინტერესოა შენი მიდგომა ხელოვნებისადმი. ძალიან ცოტა ადამიანი მინახავს, ვინც ასეთი ნიჭიერია, ამდენ  სფეროში. თავდაპირველად ამ ყველაფრის ცოდნა ვინ გაგიზიარა?

– დიდი მადლობა. სიმართლე გითხრა, არავის უსწავლებია ჩემთვის ის, რაც დღეს ვიცი. არც ხატვაზე მივლია ბავშვობაში, არც მხატვრულ კითხვაზე, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩემი შინაგანი სამყაროა, რაც შემდგომ სხვადასხვა სახით ვლინდება.

– მაინც რომელია თქვენი საყვარელი ხელოვნების სფერო? რომელს გამოარჩევდით?

– გამორჩევით ვერცერთს ვერ გამოვარჩევ. თითოეულთან რაღაც უხილავი მაკავშირებს.  ამას ვერ ახსნი. ხასიათის მიხედვით ვირჩევ, დღე რომელ სფეროს დავუთმო.

რას ნიშნავს თქვენთვის ყველაფერი ეს? ჰობია თუ შემოსავლის წყარო?

– ორი სიტყვით გეტყვით – ჩემთვის ეს ყველაფერია.

– თუ გაქვთ ისეთ ნივთი, რომელშიც რა თანხაც არ უნდა შემოგთავაზონ, არ გაყიდით?

– კი, მაქვს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ნაქარგი, რომელზედაც წელიწადი და სამი თვეა ვმუშაობ.

– დაახლოებით  რა დროს უთმობთ ამ ყოველივეს?

– ჩემს მთელ თავისუფალ დროს. ასე საათობრივ ვერ გეტყვით.

 როგორი უნდა იყოს ახალგაზრდული ხელოვნება და რას უნდა ემსახურებოდეს იგი?11047273_791695907582096_55051147_n

– ახალგაზრდული ხელოვნება უნდა იყოს (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც გამოვიყენებ) კრეატიული. ხელოვნების მიზანია გამოვავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი. მერწმუნეთ, არცერთ ნამდვილ ხელოვანს არ აქვს სურვილი, რაიმე დაამტკიცოს. ვფიქრობ, ხელოვანს სრული უფლება აქვს, ყოველთვის ასახოს აზრი და სიტყვა ხელოვნების საშუალებით. მისი შემოქმედება კი პირველ რიგში კეთილსინდისიერად უნდა ემსახურებოდეს საკუთრ თავს და მერე სხვას.

როგორია ხელოვანის განცდები მუშაობის პროცესში და რა  გინდათ რომ გადმოსცეთ ამ ყველაფრით?

– ხელოვანის განცდებს ვერ გადმოსცემ მაშინ, როდესაც ის მუშაობის პროცესშია. ეს რაღაც საუცხოოა. გგონია, რომ შენი ნამუშევარი, შენი სუნთქვის რიტმებს უწყობს ფეხს და ისე იქმნება. გულის კუნჭულიდან ამოხეთქავს ხოლმე მუზა და საშუალებას არ გაძლევს რომ არ დანებდე, გიმონებს და უეცრად, სხვა სამყაროში ხარ. პირადად მე, ამ ყველაფრით მინდა გადმოვცე  შექმნის  მომენტში არსებული საკუთარი თავი, რეალობა ან უბრალოდ  სასიამოვნო რამ რაც იმ მომენტში ,,შვებას,, მომგვრის.

როგორ უნდა მიაღწიოს ხელოვანმა მიზანს? რამდენად ადვილია ეს ყველაფერი?

11015745_791695570915463_242254309_n– ხელოვნებას საზღვრები არა აქვს, ამიტომ ხელოვანის,  ზოგადად შემოქმედი ადამიანის მიზანი და ოცნება მაშინ სრულდება, როდესაც ის ამთავრებს დაწყებულ ტილოს, დაუმთავრებელ ლექსს და ა.შ.  ხელოვან ადამიანს ძალიან ცოტა რამ სჭირდება ბედნიერებისათვის. ხოლო რაც შეეხება ადვილია თუ არა ეს ყველაფერი, ვიტყვი რომ ყველაფერი გენიალური უბრალოსაგან იქმნება, რა თქმა უნდა ძალისხმევით. უნდა გახსოვდეს, რომ  ,,არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.“

– როგორც ხელოვანი, რას ეტყოდით და ურჩევდით დამწყებ ხელოვანებს?

– პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ხელოვნების რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდნენ, ყველაფერში ჩადონ საკუთარი თავი, ბოლომდე დაიხარჯონ და სასურველ შედეგამდე აუცილებლად მივლენ.

მომავალზე რას გვეტყოდით? გაქვთ რაიმე გეგმა?

– გეგმები არა, მაგრამ ფანტაზია მაქვს (იცინის). მომავალში ჩემი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.

11026530_791696100915410_1769220495_n 11039494_791696104248743_1044494702_n

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები