ავტორი: ანი ბოჭორიშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
2014 წლის 17 ოქტომბერი.მკვლელობა ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტში.
მოკლულია უნივერსიტეტის ლექტორი. მკვლელმა ისე მოახერხა, ჩანაფიქრის განხორციელება, რომ მის საქციელს არავინ დაუეჭვებია. მომხდარის შემდეგ ლოგიკურად ჩნდება კითხვა – რამდენად დაცულია სტუდენტთა უსაფრთხოება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესვლა აქამდე პრობლემას არ წარმოადგენდა. – ,,მახსოვს, უნივერსიტეტში საჯარო ლექცია იმართებოდა. მე კი მის გასაშუქებლად გამიშვეს, მიუხედავად იმისა, რომ თან ჩემი პროფესიის დამადასტურებელი არანაირი მოწმობა არ მქონდა, იქ შესვლა სულაც არ გამჭირვებია.”- იხსენებს ვებჟურნალ ,,თავისუფალი ასოციაციის” ჟურნალისტი მარიამ გოგატიშვილი.
სასწავლებლის კარი, ხშირ შემთვევაში, მიხურულიც არ იყო და აქ არსებული საპირფარეშოთი სარგებლობა ნებისმიერ პირს შეეძლო.
,,სტუდენტთა უფებების ლიგა’’ მომხდარის გამო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვს: -,,თანამდებობები უნდა დატოვონ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა და იმ პირებმაც, ვისი უმოქმედობაც შეინიშნებოდა აღნიშნულ მომენტში. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს უმაღლეს სასწავლებლებში უსაფრთხოების ნორმების გაზრდა (სტილი დაცულია)”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება სხვა სასწავლებლებში? რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი. შესასვლეთან ფორმაში გამოწყობილი 2 პირი დგას. მათს ქურთუკებზე ამოიკითხავთ- ,,დაცვის სამსახური”. უნივერსიტეტში შესვლისას ჩემი ვინაობით არავინ დაინტერესებულა.
უნივერსიტეტის სტუდენტი დემეტრე დალაქიშვილი ამბობს, რომ ლექციაზე მეგობარი არაერთხელ დასწრებია -,,ლექტორთან ამას ვათანხმებდი ხოლმე, უნივერსიტეტში შემოსვლა კი პრობლემას რომ არ წარმოადგენს, ეს ყველამ იცის. ,,ილიაუნიში’’ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ამ ამბავმა სერიოზულად დამაფიქრა”.
დაცვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა), შესასვლელში მობილიზებულ პირებს ევალებათ თვალი ადევნონ როგორც უნივერსიტეტში შემსვლელებს, ასევე ახლო ტერიტორიაზე მყოფ პირებსაც, თუმცა საფუძვლიანი ეჭვის გარეშე, მათ არავის შემოწმებისა და გაჩხრეკის უფლება არ აქვთ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, შესასვლელთან აქაც დაცვაა მობილიზებული. როგორც აღმოჩნდა, არც აქ შესვლა წარმოადგენს პრობლემას.
თამარ თუთარაშვილი (სტუდენტი): ,,სამედიცინო უნივერსიტეტი გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან. დაცვა კი გვყავს, მაგრამ არავის ამოწმებს.’’
სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან გასხვავებით, კერძო უმაღლესი საწავლებლების უმრავლესობაში შესასვლელად საშვია საჭირო. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტი ნინო დევდარიანი ამბობს, რომ სპეციალური პლასტიკური ბარათის გარეშე, სასწავლებელში ვერავინ შევა. ,,სეუ-ს ასევე აქვს კლინიკა. პირს, რომელიც კლინიკაში მიდის, დაცვა კარამდე მიჰყვება, რათა დარწმუნდეს, რომ მას სხვა განზრახვა არ აქვს’’.
თითქმის, მსგავსი პრინციპი მოქმედებს აგრარულსა და თავისუფალ უნივერსიტეტებში. პლასტიკური ბარათების ნაცვლად, ინფორმაცია სტუდენტის შესახებ პირადობის მოწმობაზე იტვირთება. სასწავლებლის ტერიტორიაზე გადაადგილება კი მხოლოდ მისი გატარების შემდეგაა შესაძლებელი. თუმცა, ფონს გასვლა აქაც შეიძლება.
თამარ ჩუბინიძე (სტუდენტი): ,,არაერთხელ გამიტარებია ჩემი საშვით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი. ამას არავინ აკონტროლებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დაცვა ყველა სართულზეა მობილიზებული’’.
აღნიშნული სასწავლებლების ფოიესა და შესასვლელებში კამერებია დაყენებული, რომლითაც პერიმეტრი კონტროლდება, თუმცა მხოლოდ ამგვარი შემოწმება რომ სანდო არაა, ეს მომხდარმაც ცხადჰყო. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ზე’’ გასულ სიუჟეტში სწორედ ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული კარდები იყო ნაჩვენები. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმავალ მამაკაცს კი (მაკა წივწივაძის ყოფილ მეუღლეს), რომელმაც არაერთ აუდიტორიაში შეიხედა, ეჭვი არავისში გამოუწვევია.
ზემოხსენებული მაგალითები ნამდვილდ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სტუდენტთა უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად დაცულია კერძო სასწავლებლებში. ამის მიზეზად სტუდენტთა შედარებით მცირე რაოდენობასა და სახელმწიფო სასწავლებლებთან შედარებით მეტ გადასახადს ასახელებენ, თუმცა ნამდვილად სადავოა, რამდენად მისაღები და ეთიკურია ეს არგუმენტები მით უფრო კი მაშინ, როდესაც აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა უსაფრთხოების წესები დადგენილი და განსაზღვრულია.
მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ:
,,დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სასწავლო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით;
- სტუდენტებთან კონსტრუქციული ურთიერთობა და წესრიგის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას…’’
რა ხდება უცხოურ უნივერსიტეტებში? უსაფრთხოების როგორი სისტემაა დანერგილი?
მარიამ ავალიშვილი ილიას სალემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ამჟამად სწავლას სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში აგრძელებს. ამბობს, რომ ამ მხრივ, ახალი სასწავლებელი ძველისაგან დიდად არ განსხვავდება. ,,პალსტიკურები კი გაქვს, მაგრამ მხოლოდ სასადილოში შესვლისას გვიმოწმებენ, რადგან კვება უფასოა. უნივერსიტეტში შესვლა თავისუფლად შეიძლება (თუმცა სასადილო აქაც გამონაკლისს წარმოადგენს)’’.
და მაინც, რა უნდა გაკეთებულიყო ან რა უნდა შეიცვალოს სამომავლოდ? -ამ კითხვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია რადიოთავისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში პასუხობს –
,,სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას კიდევ ერთი ძალიან ცუდი შედეგი აქვს. ის გვიბიძგებს იქითკენ, რომ არსებული ღია სივრცეებიც დავხუროთ. ილიაუნი, რომელიც ღია იყო ყველასთვის, ვისაც საჯარო ლექციებსა და კონფერენციებზე დასწრება სურდა, ილიაუნი, სადაც ბოლო წლებში ჩემი და ჩემი კოლეგების კურსებზე დამსწრეთა ლამის ნახევარი სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებზე მოდიოდა,… უსაფრთხოების მოთხოვნების გამკაცრების მიზნით, უცხოთათვის უნდა დაიკეტოს’’.
გიგა ზედანიას მსგავსად, ღია სივრცის ჩაკეტვას არც სტუდენტები ემხრობიან, თუმცა, მათი აზრით, სხვა გამოსავალიც არსებობს, უნივესიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებული დაცვის სამსახურის გააქტიურება და მათ ხელთ არსებული რესურსების აქტიურად გამოყენება.
თამარ ჭუმბურიძე: – ,,ჩემი აზრით, დაცვის სასმსახურის წევრები მუდმივად უნდა ადევნებდნენ თვალს უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიას, ამის საშუალება მათ ნამდვილად აქვთ, რადგან კამერები ყველგანაა დამონტაჟებული. გარდა ამისა, უნდა დაწესდეს კონტროლი სასწავლებელში რკინის შემცველი ნივთების შეტანაზე.’’
ალბათ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ჩაიკეტება თუ არა ღია სივრცე სასწავლებელში, თუმცა ფაქტია, მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა.