ავტორი: გვანცა ილურიძე
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ჯანეტ ქერდიყოშვილი 2011 წელს “მის საქართველოს” გამარჯვებულია. ის მონაწილეობას იღებდა სილამაზის კონკურსში “მის მსოფლიო 2011” და “მის სამყარო 2013”-ზე საქართველო უნდა წარედგინა. თუმცა, საქათველო-რუსეთის ურთიერთობის გამო ამ კონკურსზე მისი წასვლა ვერ მოხერხდა.
ქართველთა უმრავლესობის აზრით, ჯანეტი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველოა, თუმცა ამას მხოლოდ ქართველები არ აღიარებენ. ვებგვერდი The Most Beautiful Women (მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები), მკითხველს სხვადასხვა დროს სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში გამარჯვებული, ან მონაწილე ყველაზე ლამაზი გოგონების შესახებ მოუთხრობს. პოპულარული ვებგვერდის არქივში 2013 წელს დაბეჭდილი სტატია ინახება, სადაც ჟურნალისტი ქართველ ლამაზმანზე, ჯანეტ ქერდიყოშვილზეც წერს. როგორც ჩანს, ეს მშვენიერი გოგონა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალბატონებს შორისაა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანეტი ცნობილ რუსული ჯგუფის ვია გრას ახალი წევრია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.ჯანეტმა მონაწილეობა მიიღო ახალ რუსულ რეალურ შოუში, რომლის მიზანია სამწევრიანი გოგონათა ჯგუფის ჩამოყალიბება. ”ვია-გრასთან” ამ პროექტს მხოლოდ სახელწოდება აქვს საერთო და ჰქვია ”მინდა ვია-გრაში”, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვებული ტრიო ამ სახელწოდებით შეაბიჯებს შოუბიზნესში.ცოტა ხნის წინ პროექტის გამარჯვებულები გამოვლინა და მათ შორის ჯანეტი არაა. ჯანეტმა ნებაყოფლობით დატოვა პროექტი სილამაზის კონკურსის გამო, თან ისე , რომ მისი გუნდის წევრებმა ეს ყველაფერი კონცერტამდე ცოტახნით ადრე გაიგეს. სამწუხაროა, რადგან ჯანეტს ნამდვილად ჰქონდა შანსი.
ჯანეტი თქმით: „მე და ჩემს ძმას რუსეთში მუსიკალური სკოლა გვაქვს დამთავრებული, ვოკალის პედაგოგთანაც დავდიოდი, მუსიკალურ კონკურსებზე გავდიოდი, რამდენიმე მათგანში გავიმარჯვე კიდეც. საქართველოში ცხოვრების პერიოდშიც დავდიოდი სტუდიებში, მქონდა კონცერტები. ბავშვობაში იყო ეს ყველაფერი, დავდიოდი საბავშვო სტუდიებში და ხმაც მქონდა, შემდეგ კი 12 წლის ასაკიდან დავანებე თავი და არც მეცალა ამისთვის”.
როგორც ჩანს, ჯანეტი არც ვიაგრას წევრი გამხდარა და არც რუსულ შოუბიზნესში მოუკიდია ფეხი, თუმცა ცხადია, რომ სილამაზის გარდა ჯანეტს უამრავი ღირსება აქვს. ის ჭკვიანი, ნიჭიერი გოგონაა. როგორც ჩანს ცეკვასთან ერთად სიმღერაც ძალიან კარგად გამოსდის. ეს იმანაც დაამტკიცა, რომ კონსურსზე 300 გოგონადან 60 აარჩიეს და მათ შორის ჯანეტიც მოხვდა. ვფიქრობ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. ასე რომ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მის საქართველოს.