რიო დე ჟანეირო უკვე მეოთხე დღეა კარნავალმა და სამბას ცეცხლოვანმა რითმებმა მოიცვა. წელს რიოს მთელი მსოფლიოდან მილიონამდე ტურისტი ეწვია.
კარნავალის სამბადრომზე მონაწილეობას რიოს 12 სამბას სკოლა იღებს, რომელთა შორის საუკეთესო კარნავალის დახურვისას გამოვლინდება.
ასევე კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ბრაზილიის მთავრობა უსაფრთხო სექსის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად დამსწრე საზოგადოებას პრეზერვატივებს გადასცემს. როგორც ცნობილია, წელს სპეციალურად კარნავალის დღეებში 70 მილიონი პრეზერვატივი დარიგდა.
წელს კარნავალს, სამწუხაროდ, ამინდმა არ შეუწყო ხელი, თუმცა წვიმამ ვერც მონაწილეებისა და ვერც დამწრე საზოგადოების მუტზე გავლენა ვერ მოახდინა
კარნავალი 13 თებერვალს დაიწყო და ის ხუთ დღეს გაგრძელდება.