ბიზნესმენის წარმატების 10 საფეხური

1.   ამოარჩიეთ ბიზნესის სწორი ფორმა

choose_the_right_type_of_business
პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ განსაზღვროთ ბიზნესის სწორი ფორმა –  თავისუფალი, ონლაინ გაყიდვები ან სამეწარმეო. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს.
როდესაც გადაწყვეტთ ბიზნესის დაწყებას, აუცილებელია, განსაზღვროთ მისი სტრუქტურა: ინდივიდუალური მეწარმე, პარტნიორებთან ფორმირება ან კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე მიმართულებები. ამ ფორმებიდან უმრავლესობა, ირჩევს ინდივიდუალურ მეწარმეობას, რადგან მას არ სჭირდება რეგისტრაციის რთული პროცედურები და არაა დაკავშირებული დიდ გადასახადებთან. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ შემოსავლების სამსახურს, რომ აპირებთ, იყოთ თვითდასაქმებული. ამ ფორმის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მოგება (დაბეგრილი) მთლიანად თქვენს განკარგულებაშია და თქვენ დამოუკიდებლად იღებთ გადაწყვეტილებებს.


2.  აარჩიეთ ბიზნესის სწორი სახელი

select_a_business_name

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ადვილი პროცესია, თუმცა ის დაკავშირებულია რიგ საკითხებთან და მოითხოვს დიდ ყურადღებას. სახელი და ლოგო – წარმოადგენს თქვენს პროდუქტს, ამიტომ ის უნდა იყოს ორიგინალური და ადვილად დასამახსოვრებელი და აუცილებლად უნდა ასახავდეს ბიზნესის არსს. დაიმახსოვრეთ: პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არ არსებობს.

3. დაწერეთ და შეამოწმეთ თქვენი ბიზნესგეგმა

3

ბიზნესგეგმა არის მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ აპირებთ ბიზნესის დანვითარებას და ფინანსური რესურსების გადანაწილებას. ამისათვის კი საჭიროა ბიზნესგეგმა:

რეზიუმე – ეს არის თქვენი ბიზნესის ზოგადი მიმოხილვა, თუ რა სახის საქმიანობის განხორციელაბას გეგმავთ. აუცილებელია ამ პუნქტის კარგად განხილვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორების მოზიდვა გსურთ. ისინი, პირველ რიგში, ინტერესდებიან ბიზნესსაქმიანობის შინაარსით.

ბიზნესშესაძლებლობების მოკლე აღწერა – მასში გადმოცემულია, თუ ვინ ხარ შენ, რას ყიდი და ვიზე ყიდი.

მარკეტინგისა და გაყიდვების სტრატეგია – აქ წარმოდგენილი უნდა იყოს, რა სახის პროდუქტს აწარმოებთ და რა კატეგორიის მომხმარებელზე ხართ ორიენტირებულნი.

მენეჯმენტი და თანამშრომლები – აქ წარმოდგენილია თქვენი მენეჯმენტის სტრუქტურა და კადრები, რომლებიც უზრუნველჰყოფენ თქვენი ბიზნეს საქმიანობის წარმართვას.

როგორ უნდა იმუშაოთ – აქ წარმოდგენილია თქვენი ტექნიკური მხარის შესახებ ინფორმაცია. თქვენი საწარმოო და IT შესაძლებლობები.

ფინანსები – აქ უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფინანსური რესურსების გადანაწილების სტრუქტურა, რომლითაც მოახერხებთ მოგების მიღებას.

4. ლოგოს დიზაინი

4

ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგოს შექმინსას არის მისი უბრალოება. ის უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი, თვალშისაცემი და გამორჩეული კონკურენტებისგან. ლოგოს ფერი შეიძლება, იყოს მკვეთრი, მაგრამ არა – გამაღიზიანებელი. დაიმახსოვრეთ! ლოგო წარმოადგენს თქვენ ბიზნესს. ამიტომ მისი ყურადღებით შერჩევა აუცილებელია.

5. შექმენით პროფესიონალური ბიზნეს ბარათი

5d

ბიზნესი ბარათი არის მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის, ის აცნობებს ხალხს ვინ ხართ თქვენ, რას საქმიანობთ და რა გავლენას ახდენს ეს საქმიანობა საზოგადოებაზე.

6. თქვენი საქმიანობის website-ის და შექმნა.

11

Website თქვენი საქმიანობის მარკეტინგული ინსტრუმენტია – ბევრი ადამიანი ცდილობს, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას ინტერნეტის საშუალებით.

7. წარმატებული Website ის აგება.

111

იმისათვის, რომ შეიქმნათ კარგი ბიზნესრეპუტაცია, აუცილებელია, პროფესიონალური Website-ის შექმნა. მოიძიეთ Web დიზაინერი, მოიპოვეთ ტექნიკური მხარდაჭერა და შექმენით თქვენი კომპანიის Web-გვერდი. მართალია, ეს პროცესი მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელია, თქვენი ცნობადობისთვის.

8. აკონტროლეთ თქვენი ფინანსები

6

საუკეთესო იდეა, სახელი და ლოგო ვერ იქნება თქვენი წარმატების გარანტია, თუ თქვენ არ გააკონტროლებთ ფინანსებს. ეს მოიცავს ყველაფერს – Website-ს, მიმდინარე ხარჯებს თუ ხელფასებს. აუცილებელია, ამ ხარჯების  სწორად გადანაწილება.

9.მარკეტინგული სტრატეგია7

მარკეტინგული სტრატეგია აუცილებელია თქვენი ბიზნესის საქმიანობის წარმატებისთვის, მისი დახმარებით, თქვენ ურთიერთობთ მომხმარებელთან, მოიზიდავთ და შეინარჩუნებთ, ეს ყოველივე კი ხელს უწყობს თქვენი ბიზნესის წინსვლას.

10. ბიზნესის დაწყება.

8

ეს საფეხური არის ყველაზე საინტერესო, მაგრამ მის განხორციელებამდე აუცილებელია, შეჩერდეთ და გადახედოთ ზემოაღნიშნულ პუნქტებს – თუ რამდენად სწორად მიდიხართ და რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენი ბიზნესგეგმის სიძლიერეში.

თარგმნა ანი კიკალეიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები