24 მაისს „ეს სტადიო და ლუჟზე“ მადრიდული ფინალი გაიმართება

სპორტი

მიუნხენური ტრიუმფის შემდეგ, მადრიდის რეალი მეტოქეს ელოდა. საფეხბურთო ყურადღებამ ბავარიული მინდვრებიდან დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში გადაინაცვლა. ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, განმეორებითი მატჩის ლონდონის ჩელსისა და მადრიდის ატლეტიკოს შორის.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მადრიდში ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე დაპირისპირების წინ კი საშინაო კედლების ხარჯზე ჩელსის ოდნავი უპირატესობა ჰქონდა. შეხვედრა მოურინიოს გუნდისთვის კარგად დაიწყო, ლონდონელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, თუმცა კოკეს შესრულება-ჩაწოდება, რომელიც ძელს მოხვდა, კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო. პირველმა 15 წუთმა სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა, გუნდები მაღალ ტემპში თამაშობდნენ და უპირატესობაც გარადამვალი იყო. პირველი ნახევრის შუა წელში მასპინძლებმა მოახერხეს და საკუთარი თამაში მოახვიეს თავს სტუმრებს, შედეგად 35-ე წუთზე, აზპილიკუეტას გადაცემით, ტორესი დასარტყამ პოზიციაზე დარჩა და მშობლიური გუნდის კარის ბადეში ბურთი მოათავსა, „ელ ნინიომ“ გოლი არ აღნიშნა!

გაშვებულმა გოლმა სტუმრებზე დიდად არ უმოქმედია, მათი ამოცანა არ შეცვლილა კვლავინდებურად, გოლი გასატანი ჰქონდათ, ატლეტიკო გაიხსნა, მოუხშირა შეტევებს და 44-ე წუთზე ადრიან ლოპეზმა მასპინძლებს გოლი გასახდელში გააყოლა (1:1).

მეორე ნახევარში ყველა ჩელსის აქტიურობას მოელოდა, თუმცა დიეგო სიმეონემ, ანგარიშის შენახვის მაგივრად, თავისი ბიჭები შესატევად დაგეშა. მოურინიომ საპასუხოდ 53-ე წუთზე შეტევის გასაძლიერებლად სამუელ ეტოო გამოიყვანა, რომელმაც ერთადერთი, რაც გააკეტა იყო, დიეგო კოშტას წაქცევა საჯარიმოში, რასაც პენალტის ნიშნულისკენ ნიკოლა რიცოლის გაშვერილი ხელი მოჰყვა.

პენალტი თავად დაზარებულმა შეასრულა და ანგარიში 1:2 გახადა სტუმართა სასარგებლოდ, ჩელსის მდგომარეობა უაღრესად დამძიმდა. ჩელსის ხასიათი გაუფუჭდა, შეტევაშიც ვერ ბრწყინავდნენ, 72-ე წუთზე ატლეტიკომ მორიგი შეტევა განახორციელა და ძელიდან ასხლეტილი ბურთი არდა თურანმა შვარცერის კარში გადაგზავნა (1:3), ჩელსისთვის ეს ნოკაუტი იყო.

დარჩენილ დროში ჩელსიმ 3 მომენტი შექმა, ჯერ დავიდ ლუიზმა ძელს მოარტყა, შემდეგ კი ედენ აზარს ორჯერ აჯობა ჩელსის საკუთრებაში მყოფმა ტიბო კურტუამ. ორი მატჩის ჯამში ატლეტიკომ „არისტოკრატები“ 3:1 დაამარცხა  და ლისაბონის საგზურიც მოიპოვა.

24 მაისს „ეს სტადიო და ლუჟზე“ მადრიდული ფინალი გაიმართება. რაიმეს წინასწარმეტყველება ძნელია. მსოფლიო სანახაობრივ ფინალს ელოდება. 

მოამზადა ნიკა ქევხიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები