სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები“

განათლება

მიმდინარე წლის 27 აპრილს ილიას უნივერსიტეტის საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია „ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები“. კონფერენცია ეძღვნებოდა იმ მნიშვნელოვანი ურთიერთობების განხილვას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამყარებს ევროკავშირთან.

კონფერენციის საზეიმო გახსნაში მონაწილეობდნენ:

გიორგი გვალია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი;
დავით აფრასიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
ეკა სეფაშვილი – ევროპულსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;
მიხეილ შენგელია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის პრეზიდენტი.

კონფერენციის ჟიურის წარმოადგენდნენ:

რეზო ჩხეიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი;
მირანდა აბრამიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მიმართულების დოქტორანტი;
ლია გელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის დამფუძნებელი.

კონფერენციის ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული:

I ადგილი – მარეხ კვანჭიანი;
I I ადგილი – ნანა ბერუაშვილი;
I I I ადგილი – ლიკა ზაალიშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრ „რადარამის“ მიერ დაწესებული საინტერესო წიგნები.
კონფერენციის ორგანიზატორი: დაჩი კორინთელი

წყარო:  iliauni.edu.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები